ქეცბაია: ჩვენს წინააღმდეგ საფეხბურთო დანაშაული ჩაიდინეს

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში აეკ-თან 0:2 დამარცხების შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ უსამართლოდ მოექცნენ გასულ წელს, როდესაც სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტეს და გამარჯვებულად "ომონია" გამოაცხადეს.

"მორალურად და ფიზიკურად დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიგვიღია. ეს თავის მართლება არ არის. ერთი კვირის შემდეგ თასის ფინალი გვაქვს, დღევანდელ შეხვედრას კი მნიშვნელობა არ ჰქონდა. დღეს არ გვყავდა ფეხბურთელები, რომლებსაც სიტუაციის შეცვლა შეეძლოთ. ფინალამდე 6 დღე დაგვრჩა და მთელი ყურადღება მომავალ დაპირისპირებაზე გვაქვს გადატანილი. 5 ფეხბურთელი შევცვალე და უფლება
რომ მქონოდა, უფრო მეტს შევცვლიდი.

ძალიან წარმატებული 2 წელი მქონდა. არავინ ელოდა, თუ შარშან ასეთ საფეხბურთო დანაშაულს ექნებოდა ადგილი, როდესაც ლიგა შეაჩერეს. ახლა კორონავირუსით გარდაცვალების 400-500 შემთხვევაა, მაგრამ ფეხბურთს თამაშობენ. ძნელი "გადასახარში" იყო, რაც გააკეთეს.

ფინალში 14 წელია არ ვყოფილვართ, როდესაც პირველად ვიყავი "ანორთოსისის" მწვრთნელი. გარკვეულ სირთულეეებს შევეჯახეთ, თუმცა კვიპროსულ ფეხბურთს თავისი პრობლემები აქვს. ამ 2 წლის განმავლობაში ჩემი გუნდით ამაყი ვარ. ვისაც ეს არ ესმის, ფეხბურთის არაფერი გაეგება. თასის მოსაპოვებლად 90-წუთიანი ან 120-წუთიანი ბრძოლა გველის", - ციტირებს ქეცბაიას 24sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თემო, წარმატებას გისურვებ! ღირსი ხარ წარმატების.
გია
23:54 09-05-2021
1
თემო, წარმატებებს მეც გისურვებ. მაგარი ალალი კაცი ხარ!
G.A.L.
08:48 11-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული