გამოცემის მტკიცებით, „ანორთოსისი“ ოქრიაშვილის დატოვებას შეეცდება, თუმცა საკითხავია, თავად ფეხბურთელს სურს თუ არა კვიპროსში თამაში, ვინაიდან კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელება და ისეთ კლუბში ჩარიცხვა უნდა, რომელიც ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და ორჯერ უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს.
თორნიკე ფამაგუსტურ გუნდში 2019 წელს „კრასნოდარიდან“ გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატის 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა და მალე თავისუფალი აგენტი გახდება.