ხვიჩა დემბელეზე უკან; ჰაუგეზე, სანესა და პულიშიჩზე წინ!

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა გამოცემა footballcritic-მა 50 საუკეთესო შემტევი ნახევარმცველის სია გამოაქვეყნა. 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია აღნიშნულ ჩამონათვალში 41-ე ადგილს იკავებს.

"ბარსელონას" ფეხბურთელი უსმან დემბელე მე-40 ადგილზე იმყოფება, იენს ჰაუგე - 46-ეზე ("მილანი"), ლეროი სანე - 49-ეზე ("ბაიერნი") ხოლო კრისტიან პულიშიჩი ("ჩელსი") 50-ე ადგილს იკავებს.

საუკეთესო სამეული კი ასეთია: ჯედონ სანჩო ("დორტმუნდი"), ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი") და რიად მაჰრეზი ("მანჩესტერ სიტი"). 

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველთა 50-ეული ყოველ ორშაბათს ახლდება.

მომზადებულია footballcritic-ის მიხედვით

alt"მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი

გახლავთ..." - ბერძნული მედია ხვიჩაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნეიმარი როდის გახდა ნახევარმცველი?!
სოსო
13 მაისი 2021 18:49
4
კირკიტაძე არაა 50 ში?
მიდი მოვდივარ
13 მაისი 2021 18:44
4
50 კი არა 150-ში არაა ჯერ შესაყვანი ეს ბავშვი. შეეშვით რა, შეეშვით!
კაკო
13 მაისი 2021 13:08
43
გეთანხმები. პოტენციალი ნამდვილად აქვს და მონდომებაც მაგრამ ამ ეტაპზე ყოველ დღე ხან ბარსელონაში გადაყავთ და ხან იუვენტუსში... არცერთისთვის ჯერ მზად არაა არც ფიზიკურად და რაც მთავარია ფსიქოლოგიურად. უნდა გადავიდეს საშვალო დონის ევროპულ გუნდში და იქ დაამტკიცოს და აჩვენოს ყველას რა დონის ფეხბურთელიაა... გრანდში ერთი ორი შეცდომის შემდეგ რაც გარდაუვალია დასვამენ სკამზე რაც ამ ასაკში კატასტროფა იქნება ხვიჩასთვის. დრო აქვს ამ ბიჭს ყველაფრისთვის და აცალეთ რააა
ირაკლი
13 მაისი 2021 17:48
2

ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული