საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის "კარტახენაში" იანვრის ბოლოს გადავიდა, როდესაც გუნდი ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას ადაპტირება და სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია, რაშიც ესპანური ენის კარგად ცოდნამაც შეუწყო ხელი.
აბურჯანიას გადასვლის შემდეგ მისმა გუნდმა თანდათან გასავარდნ ზონას დააღწია თავი. 39-ე ტურში "კარტახენა" "ესპანიოლს" ესტუმრა, რომელმაც უკვე გაინაღდა პირველი ადგილი და ლა ლიგაში დაბრუნდა. სტუმრებმა მასპინძლებს მატჩის წინ საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და 2:0 დაამარცხეს.
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა - ამ სეზონში კი 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.