ნახეთ, რა "ჩააჭედა" აბურჯანიამ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კარტახენაში" გადასვლისთანავე ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვირდა ადგილი და პირველი გოლიც გაიტანა.

"პონფერადინასთან" საშინაო მატჩის 45+2-ე წუთზე აბურჯანიამ ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა, 85-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 90+3-ე წუთზე სტუმრებმა პენალტით ანგარიში გაათანაბრეს.

გიორგიმ 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "კარტახენა" კი 29 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-19 ადგილზეა და 22 მარტს გასვლაზე "ალბასეტეს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მთელ მატჩში,ეს იყო ერთადერთი დარტყმა,რომელიც კარტახენამ,კარში დაარტყა.მეტოქეებმაც,მხოლოდ ერთხელ შეძლეს კარის ჩარჩოში დარტყმა,და მეორე იყო პენალტი,რომელიც ჩემი აზრით,არ იყო დასანიშნი.აბურჯანიას,23 წუთზე საკმაოდ მტკივნეულად მოარტყეს ტერფში,რის გამოც ყვითელი მისცა მსაჯმა.ბოლოსკენ კი,უწყინარ სიტუაციაში აიტკია ფეხი.მარცხენა ბარძაყისა და დუნდულოს შეერთების ადგილზე იკიდებდა ხელს და მოედნის დატოვების დროს,დახმარებაც დასჭირდა.აშკარად კუნთის ტრავმაა და იმედი ვიქონიოთ,რომ არც ისე სერიოზული.აბუ,ნაკლებად ჩანს თამაშში,მაგრამ ყოველ თამაშში,ერთერთი ყველაზე მორბენალი ფეხბურთელი ხდება.აქაც,9,9 კმ გაირბინა,რაც მეოთხე- მეხუთე შედეგია გუნდში.სარაგოსამ 2-3 წააგო რაიო ვალეკანოსთან და გუნდში ყველაზე მორბენალთა შორის,პაპუნაშვილიცაა მოხსენიებული.მან 9,9 კმ.გაირბინა,რაც გუნდში საუკეთესო შედეგია და 31,6 კმ/სთ განავითარა სპრინტის დროს.ეს მეოთხე შედეგია გუნდში.2-0 იგებდნენ და საბოლოოდ წააგეს.ამ თამაშის სანახავად,ჯერ ვერ მოვიცალე,მაგრამ ვეცდები ვნახო.კარტაგენა-პონფერრადინა.მდ29.აკრიფეთ ინგლისური ასოებით.და ასევე რაიო ვალეკანო-რ ზარაგოზა მდ29.სიტყვა რაიოში,ი იწერება,იგრეკით.ყველა თამაშის ხილვა შეგიძლიათ.
სოსო
18:00 13-03-2021
0
საოცარი დარტყმა. ბრავო! წარმატებები
ჯიმა
05:34 13-03-2021
1

სიახლეები პოპულარული