თურქეთის სუპერლიგაში უკანასკნელი ტურის მატჩები ჩატარდა - ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" - ვერა.
"ქონიასპორი" დღეს გასვლაზე "ანთალიასპორს" დაუზავდა (0:0) და 50 ქულით მე-11 ადგილი დაიკავა. შენგელია სათადარიგო იყო - მან ამ სეზონში 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
"ანკარაგიუჯიუ" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ალანიასპორთან" და ქვედა ლიგაში დაქვეითდა. დღევანდელ შეხვედრაში ლობჟანიძემ შესვენებამდე ითამაშა, მთლიანად სეზონში კი 37 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
იმედი მაქვს საბა ამ გუნდს დატოვებს და არ ჩაყვება ქვედა ლიგაში პირადად საბას კარგი სეზონი ქონდა თამაშითაც და სტატისტიკითაც გოლები და საგოლე გადაცემები დაგროვა და დარწმუნებული ვარ მსურველი აუცილებლად გამოუჩნდება იგივე თურქეთშიც წარმატებები ლობჟანას.