თურქეთის სუპერლიგის 37-ე ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" საკუთარ მოედანზე 5:1 დაამარცხა "კარაგიუმრუკი".
შენგელია 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 3:1 იყო, 90+3-ე წუთზე კი გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შენგელიამ თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატის 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ქონიასპორი" 45 ქულით მე-11 ადგილზეა და 8 მაისს სტუმრად "გიოზთეპეს" შეხვდება.