ქვილითაიას 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" ნანინანატრი თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის ფინალში "ანორთოსისმა" დამატებით დროში "ოლიმპიაკოსი" 2:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია,ბუბა დაუშვილი,თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში დააყენა. მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა, პირველ ტაიმში ქვილითაიამ და დაუშვილმა ყვითელი ბარათები მიიღეს, ხოლო შესვენებაზე ქეცბაიამ ეს უკანასკნელი შეცვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ოქრიაშვილიც გააფრთხილა, 59-ე წუთზე კი ფამაგუსტური გუნდი არტამატასმა დააწინაურა, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა - ორიოდ წუთში სარფომ ანგარიში გაათანაბრა
და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

110-ე წუთზე კი ქვილითაიამ გამარჯვების და კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ნიქოზიას 22 859-იან "Neo GSP"-ზე კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო სტადიონზე მაყურებელთა ტევადობის მხოლოდ 15% დაუშვეს, "ანორთოსისის" ფანებს 1 600 ბილეთი შეხვდათ, მათი უმეტესობა სტადიონზე ვერ შევიდა და გამარჯვებას ქალაქში ზეიმობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამ ქვილითაიას რა ბედი აქვს!
თამაზ გაბისონია
16 მაისი 2021 00:46
1
ქვილითაიამ არ გაიტანა. მანამდე უნდა გაატანა მაგრამ 1 მეტრიდან ააცილა.
Caniggia
16 მაისი 2021 00:42
1
ვულოცავ თემურს და ბიჭებს ამ წარმატებას მიხარია რომ სეზონი ტიტულით დასრულეს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში ეს ერთი და სხვა მრავალი.
გიორგი
16 მაისი 2021 00:31
1
ქვილითაიას არ გაუტანია, მანამდე გადაკვეთ აბურთმა ხაზი.
ქვილითაიას რო გაეტანა თამაშგარე იქნებოდა
gatuzo
16 მაისი 2021 00:30
3
... გეთანხმები მეგობარო!!! მაგრამ პირველ გოლში, ჯერ ოქრიაშვილმა ითამაშა მაგრად, შემდეგ ქვილითაიამ გააგრძელა კარგად, და კიდევ ერთი პასის შემდეგ გავიდა გოლი!!! ძალიან ლამაზი კომბინაცია ქართველების შესრულებით!!! გილოცავთ!!!
დათო
16 მაისი 2021 01:12
1
მანამდეც იყო თამაშგარე.
გუგა
16 მაისი 2021 00:44
6
სამ ეპიზოდში იყო თამაშგარე, რა გოლი ჩათვალეს :დ,მგონი უბრალოდ შარშანდელი სეზონის გამო, ვალი დაუბრუნეს ანართოსისს.
გუგა
16 მაისი 2021 00:30
17
... ყოჩაღ ბიჭები, კარგად ითამაშეს!!! გილოცავთ!!! ძალიან გამეხარდა!!! თემურს ვულოცავ განსაკუთრებით, ღირსი იყო, ღირსეულად წასულიყო გუნდიდან!!!
დათო
16 მაისი 2021 00:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული