პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში "რუბინმა" ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე საკუთარ მოედანზე დიდი გაჭირვებით ფრეს მიაღწია "როტორთან" (1:1), რომლის შემადგენლობაში 85-ე წუთამდე ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა.
ყაზანური გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. ვერ გეტყვით, რამდენად სასიხარულოა ამ ახალ ტურნირზე ასპარეზობა, მაგრამ ძალიან კი იხალისეს, გასახდელში გადაღებული სურათი გამოაქვეყნეს, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი თათრულ ხალათში ჩაცმულმა იცეკვა.
მას ნამტჩევს ჰკითხეს, დააბრუნებს თუ არა გუნდში დავითაშვილს, რაზეც მიუგო, რომ ჯერ დასვენება სურს და ტრანსფერებზე შემდეგ ისაუბრებს.