"თუკი ხვიჩა "რუბინს" დატოვებს, დავითაშვილს შანსი მიეცემა" - ზურიკო ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში ვოლგოგრადის "როტორმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ყაზანის "რუბინისგან" პენალტი გაუშვა და გათამაშებას დაემშვიდობა.

შეხვედრაში "როტორელ" საბა კვირკველიას საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველი მცველის დარტყმული მიზანს მცირედით ასცდა. ზურიკო დავითაშვილი კი, რომელიც "რუბინის" საკუთრებაა და ვოლგოგრადულ კლუბში იჯარით გამოდიოდა, football.kulichki-მ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"დავითაშვილი თავისი კლუბის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდა და უბრალოდ, ფლანგი აიკლო. ზურიკო დაცვასაც ეხმარებოდა და მწვავედაც უტევდა - კარგად მიდიოდა დრიბლინგზე, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და ურტყამდა. აღსანიშნავია, რომ მის მცდელობებს სიზუსტე აკლდებოდა.
დავითაშვილმა ფლანგის ჟანგბადი გადაუკეტა ზოტოვს და შეაჩერა მაკაროვიც...

თუკი კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს, ზურიკოს კარგი შანსი ექნება, ყაზანურ კლუბში სათამაშო დრო მიიღოს".


მომზადებულია football.kulichki-ს მიხედვით


altდრამა ყაზანში - "რუბინმა" დამატებით წუთებზე "როტორი" ელიტიდან გააგდო


მკითხველის კომენტარები / 6 /
სლუცკის ხელში ასე მგონია, რომ ათამაშებდა.
კახა ქ.
04:39 18-05-2021
0
ზურიკო კარგი ბიჭია! ართმევაშიც( მაკაროვს ფეხი არ გაანძრევინა) დაცვაშიც და თავდასხმაშიც, უბრალოდ კარგი გუნდი სჭირდება ბიჭს! ვინც ზურიკოს პასებსა და მოედნის ხედვას უწუნებთ მათ საყურარღებოდ მინდა დავწერო შარშან მაკარაოვმა და ბაკაევმა საერთოდ არ იცოდნენ რა არის გუნდური თამაში და პასები, წელს კი ორივემ ამ კომონენტებში ძალიან მოუმატა! ძალიან ახალგაზრდაა კიდევ მოუმატებს!წარმატებები მას და ხვიჩას!
დუტუ მეგრელი
18:54 17-05-2021
0

სიახლეები პოპულარული