შეხვედრაში "როტორელ" საბა კვირკველიას საგოლე შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველი მცველის დარტყმული მიზანს მცირედით ასცდა. ზურიკო დავითაშვილი კი, რომელიც "რუბინის" საკუთრებაა და ვოლგოგრადულ კლუბში იჯარით გამოდიოდა, football.kulichki-მ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
"დავითაშვილი თავისი კლუბის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდა და უბრალოდ, ფლანგი აიკლო. ზურიკო დაცვასაც ეხმარებოდა და მწვავედაც უტევდა - კარგად მიდიოდა დრიბლინგზე, თამაშს საკუთარ თავზე იღებდა და ურტყამდა. აღსანიშნავია, რომ მის მცდელობებს სიზუსტე აკლდებოდა.
თუკი კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს, ზურიკოს კარგი შანსი ექნება, ყაზანურ კლუბში სათამაშო დრო მიიღოს".
მომზადებულია football.kulichki-ს მიხედვით
დრამა ყაზანში - "რუბინმა" დამატებით წუთებზე "როტორი" ელიტიდან გააგდო