აბურჯანიამ მაკარიძე ლა ლიგის გზაზე შეაფერხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" ლა ლიგაში პლეი-ოფის გარეშე გადასვლის შანსები დაკარგა. ალმერიული კლუბი სტუმრად, გიორგი აბურჯანიას "კარტახენასთან" 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მინდორზე 87 წუთი დაჰყო. აბურჯანიას გუნდი, რომელსაც ერთი პერიოდი ლიგიდან გავარდნაც კი ემუქრებოდა, ბოლო დროს მშვენივრად ათამაშდა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

"ალმერიას" ჯერ ლა ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფიც საბოლოოდ გარანტირებული არ აქვს, თუმცა ამასთან ძალიან ახლოსაა. გიორგი მაკარიძემ ორი ბურთი მოიგერია და ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველმა კიპერმა პირველი გოლი კასტროსგან ახლო კუთხეში გაუშვა, უკანასკნელი გოლის დროს კი პენალტი მახარიძის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა.

სეგუნდა დივიზიონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. თამაშები 24 და 30
მაისს გაიმართება, ამის შემდეგ კი პლეი-ოფები გაიმართება.


altგიორგი მაკარიძე სეგუნდაში უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს

altკუთხემდე გაჭიმული კატა - მაკარიძე სიმბოლურ ნაკრებშია!

altგამარჯვება კატალონიაში - აბურჯანია "კარტახენასთვის" წარმატების მომტანი გამოდგა





მკითხველის კომენტარები / 4 /
აბურჯანია იმ შუაშია,რომ ესპანიოლთან მოგებაში და სამ დღეში,ალმერიასთან მოგებაში,დიდი წვლილი შეიტანა,ალმერიასთან 87 წუთზე შეცვალეს და გულშემატკივარმა ფეხზე დამდგარმა გააცილა ტაშით,რომ მივიდა "კარტახენა" 21 ადგილზე იყო და ეხლა მე-15 ზეა და დარჩენა გაინაღდა!ალმერიამ ძან მოუკლო და ალბათ ლა ლიგაში,ლეგანესი ან ჟირონა გადმოვა!!!
ლალიგის ფანი
14:37 20-05-2021
0
მაკარიძის გამო,ალმერიას რამდენიმე თამაშს ვუყურე და ვფიქრობ,ძალიან გაუჭირდება ლა ლიგაში გადასვლა.ადრე გაზაფხულზე უფრო კარგად გამოიყურებოდა,ვიდრე ახლა.ფორმა,შედარებით დაკარგა გუნდმა.ღმერთმა ქნას,გაუმართლოთ.
სოსო
13:49 20-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული