ოფიციალურად: კვარაცხელია ზაფხულში "რუბინს" და რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს!

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს შეიცვლის.

ამის შესახებ ინფორმაცია Sportall-თან საუბარში ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა.

"შემიძლია 100%-ით დაგიდასტუროთ, რომ ზაფხულში ხვიჩა "რუბინს" აუცილებლად დატოვებს... ჯერჯერობით, რომელ გუნდში გადავა ის, ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

მიდის ბევრ გუნდთან საუბარი. ბავშვი ახლა დაისვენებს და წყნარ, დასვენებულ გონებაზე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ სად სურს თამაში", - ამბობს ბადრი კვარაცხელია.
მკითხველის კომენტარები / 18 /
კალაძე,კობიაშვილი,არველაძე,ქინქლაძე,იაშვილი,ამათმა სად აიწყეს კარიერა რუსეთში?
გიორგი
19 მაისი 2021 14:42
3
კობიაშვილი არ იყო ალანიაში ჩემპიონი რო გახდა? :) აბა საიდან წავიდა :) და დემეტრაძის ფეხბურთი არ გაიშვას :)
გიორგის
20 მაისი 2021 12:59
0
ეხლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა გადადის ჩინურ კლუბში.
kaxa
19 მაისი 2021 13:49
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული