გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" 22 ივნისს დაუბრუნდება

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იჯარით გაშვებული რიგი ფეხბურთელები და მათ შორის 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოს" დაუბრუნდებიან, - იტყობინება კლუბის საიტი.

მოცემულ მომენტში "დინამო" შვებულებაშია და 22 ივნისს კიევში შეიკრიბება.

სამწვრთნელო შტაბი ამ მოთამაშეების (გარდა იმათი, რომლებსაც ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს) წინასასეზონო შეკრებაზე წაყვანას გეგმავს.

შეგახსენებთ, გიორგი იჯარის წესით "ვორსკლაში" თამაშობდა, სადაც ტრავმა მიიღო, ოპერაციის გაკეთება მოუწია, საბედნიეროდ უკვე აღარაფერი არ აწუხებს და მსუბუქად ვარჯიში დაიწყო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შემტევი ექვსეული მომავალ წელს კიტე,ქოჩორა(ლევანტეს ძირითადში) კვარა ჩაკვე,კლიმენტიჩი და ჟორჟიკა..
ეს გუნდი მსოფლიოზეც გავა და იქაც ბევრს ააყირავებს
Levani
20 მაისი 2021 02:40
0
22 ივნისს? ზუსტად 4 საათზე? კიევში? :-D
ზორბეგი
19 მაისი 2021 23:17
0
ძაან ნიჭიერი ბიჭია ! ჯანმრთელობა და წარმატებები
გ.ხ.
19 მაისი 2021 22:26
0
ამ ბიჭმაც უნდა გაგვახაროს! ეს მარჯვნიდან ხვიჩა მარცხიდან იფ მაგარი ფლანგები გვეყოლება :) + თავდასხმაში ჯოჯიკა გადასარევია:)
რობი
19 მაისი 2021 21:59
0
წარმატებები გიო
ემიგრანტი
19 მაისი 2021 19:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული