ხვიჩას მამის უწყინარ ნათქვამს სათათბიროს დეპუტატი და თვით კოლოსკოვი გამოეხმაურენ

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მამის ნათქვამმა, რომ მისი შვილი რუსეთს დატოვებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს, რუსეთში რატომღაც გაღიზიანება გამოიწვია და „ჩემპიონატთან“ კომენტარი სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა, დმიტრი სვიშევმა და ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა გააკეთეს.

დმიტრი სვიშევი: „მამის ემოციურ ნათქვამზე რეაგირება საჭირო არ არის. თავად სპორტსმენის ოფიციალურ განცხადებას უნდა დაველოდოთ, მშობლები მთელ ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, თუმცა ყველა სპორტსმენს საკუთარი პოზიცია გააჩნია.

ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად გავიგოთ, თუ რა
იგულისხმა მამამ. შესაძლოა, იმაზე ილაპარაკა, რომ ხვიჩა რუსეთში არ დარჩება და სათამაშოდ იტალიაში ან გერმანიაში წავა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიტყვები არ არის დაკავშირებული ჩვენს სახელმწიფოებს შორის რთულ ურთიერთობებზე.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჯერ სპორტსმენის ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია. თუ ხვიჩა რუსეთში არ ითამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა. ეს სპორტსმენის არჩევანია“.

ვიაჩესლავ კოლოსკოვი: „ხვიჩა ნიჭიერი ბიჭიდან გადაიქცა ფეხბურთელად, რომლისგანაც შეიძლება მაღალი საერთაშორისო კლასის მოთამაშე დადგეს. მე ვიტყოდი, რომ მამა შვილს დათვურ სამსახურს უწევს. არ არსებობს გარანტია, რომ კვარაცხელია სადღაც ათამაშდება. მრავალი ფაქტორის თანხვედრაა აუცილებელი: ჭკვიანი მწვრთნელი, კარგი გარემო, სიტუაცია გუნდში. ხვიჩამ ყველაფერი ეს გაიარა.

შეიძლება, რა თქმა უნდა, კვარაცხელიას მამამ იგულისხმა, რომ მის შვილს საზღვარგარეთ განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა ექნება. ჩვენ ზუსტი ინტონაციები არ ვიცით: ეს ნათქვამი იყო ფეხბურთელის დასაცავად და რუსეთის წინააღმდეგ, ან იმაზე, რომ ხვიჩამ რუსეთში უკვე მაქსიმუმი მიიღო, ხოლო პროგრესირებისათვის ევროპის წამყვან კლუბში გადასვლა სჭირდება“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველა ნათქვამს დაფიქრება უნდა,ვინც არ უნდა იყოს. ღმერთმა დაიფაროს და შეიძლება ისეთი ტრამვა მიაღებინონ წინასწარ განზრახვით,რომ ფეხბურთს საერთოდ ჩამოაშორონ.ყველაფერი გააკეთეთ წყნარად და წინასწარ ქარიშხალს ნუ ატეხავთ ჭიქაში.ყველაფერია მოსალოდნელი.გამორიცხულია,რომ ჩაკვეტაძეს ასე არ უკეთებენ? ვინც კი საქართველოს ნაკრებისთვის გამოჩნდა პერსპექტიული,ყველამ ტრამვა მიიღო( წიტაიშვილი და მიქაუტაძე თუნდაც). ხვიჩას კორონა დაუდასტურდა საპასუხისმგებლო თამაშის წინ.ეჭვი არ გეპარებათ? ,შეიძლება ყველაფერი ამდენი რამ შემთხვევით ხდებოდეს? პირადად მე არაფერს არ გამოვრიცხავ.
რო- მი
14:38 20-05-2021
9
კარგი ატმოსფეროა რუბინში ხვიჩას ირგვლივ მხოლოდ მივესალმები ამას, მადლობა რუსებს რომ კარგათ ექცევიან
დასავლეთ ბნელაძე
14:26 20-05-2021
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული