ვაკო ყაზაიშვილის "ულსანმა" პირველადგილოსან "იონბუკს" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგო და თავად გალიდერდა, ხოლო ქართველმა ნახევამრცველმა ვაკო ყაზაიშვილმა სეზონში მესამე საგოლე გადაცემა გააკეთა.
ვაკოს გუნდი პირველ ადგილზე ერთქულიანი უპირატესობითაა, მაგრამ "იონბუკზე" მეტი თამაში აქვს გამართული. "ჰიუნდაის" გუნდმა 4:2 იმარჯვა.
ვაკო ყაზაიშვილისთვის მიმდინარე სეზონში ეს მესამე საგოლე გადაცემა იყო, მის ანგარიშზე ორი გოლია.
"ულსანი" მომდევნო ტურის მატჩს 22 მაისს, საკუთარ მოედანზე გამართავს.