სლუცკიმ ხვიჩა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველ ადგილზე არ დააყენა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად სანკტ პეტერბურგის "ზენიტის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა მიიჩნია, მეორე ადგილზე ხვიჩა დაასახელა, ხოლო მესამეზე ასევე "რუბინელი" დენის მაკაროვი.

"როსტოვის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის საუკეთესოდ "ზენიტის" ირანელი ფორვარდი სედრარ აზმუნი დაასახელა, მეორე ადგილი ხვიჩა კვარაცხელიას მიაკუთვნა, მესამე კი "ზენიტისა" და ლიგის საუკეთესო ბომბარდირ არტიომ ძიუბას.

მოსკოვის "სპარტაკის" აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა ხვიჩა ასევე მეორე ადგილზე დააყენა - დომენიკო ტედესკოსთვის საუკეთესო მთელი მისი გუნდი იყო, მესამე პოზიციაზე კი მოსკოვის
ცსკა-ს ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი დაასახელა.

"ზენიტის" კაპიტანმა დეიან ლოვრენმა ხვიჩას მესამე პოზიცია არგუნა, პირველზე ნიკოლა ვლაშიჩი, ხოლო მეორეზე თანაგუნდელი სედრარ აზმუნი დააყენა.

გიორგი ჯიქიამ, იგორ აკინფეევმა, "კრასნოდარისა" და მოსკოვის "დინამოს" კაპიტნებმა ხვიჩა სამეულში არ შეიყვანეს. ჯერ ცნობილი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილებებია.

სპორტულმა გამოცემა championat.com-მა ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგის მე-5 საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, მის წინ კი ძიუბა, აზმუნი, გრჟეგოჟ კრიხოვიაკი და ნიკოლა ვლაშიჩი დააყენა.

მომზადებულია championat.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
საკვირველი რა არის?ძიუბა და აზმუნი,ჩემპიონის ლიდერები არიან თავდასხმაში და ორივე,ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები გახდნენ.ზენიტი კი,ყველაზე შედეგიანი გუნდია და ორი ტურით ადრე,უკვე ჩემპიონი იყო.სასიხარულო ის არის,რომ ამდენი სპეციალისტი, ხვიჩას საუკეთესო სამეულში ასახელებს.რუსეთი,ევროპაში,ამჟამად მერვე ლიგაა და ფაქტობრივად პირველივე წელს,მეორე -მესამე ადგილზე რომ დაგასახელებენ ასეთ ჩემპიონატში,ეს უკვე უდიდესი აღიარებაა.
სოსო
15:12 20-05-2021
1
ჯიქია როგორ შეიყვანდა სამეულში - შეაძულა ფეხბურთი ,
REZO
16:05 20-05-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული