ლივერპულური კლუბის დირექტორმა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"რუბინი" შეიძლება მალე მთავარი სპონსორის - „ТАИФ“-ის გარეშე დარჩეს, რომელიც თათრეთში ქიმიურ, ნავთობქიმიურ და ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობას დიდწილად აკონტროლებს და შექმნილ ვითარებაში უბრალოდ იძულებულია 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გაყიდოს.

ყაზანური გუნდი ადრე მალავდა კარაცხელიას თაობაზე ევროპულ კლუბებთან მოლაპარაკებებს, თუმცა მისმა სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ აღიარა, რომ რამდენიმე მათგანთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.

დღეს დილით "РБ Спорт"-მა აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია გაავრცელა. კერძოდ, გამოცემამ ფეხბურთელის მამის, ბადრი კვარაცხელიას მიერ "სპორტალთან" ნათქვამის მიხედვით დაასკვნა, რომ ხვიჩა დომინგესის, სემაკისა და ბუხაროვის მსგავსად "ზენიტში" არ გადავა და
მათი ინფორმაციის თანახმად, ჩვენებურზე ერთერთი მთავარი პრეტენდენტი "ევერტონია".

Sport24 კი ლივერპულური კლუბის სპორტულ დირექტორს, მარსელ ბრანდსს დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

"ეს აბსოლუტური ჭორია. უბრალოდ გუშინ აგენტმა მომწერა და მკითხა, დაინტერესეებული ვართ თუ არა, ამ ფეხბურთელით", - განაცხადა ბრადსმა.

ასეა თუ ისე, ტრანსფერი ნებისმიერ შემთხვევაში განხორციელდება და საკითხავი მხოლოდ ისაა - რომელი კლუბი შეიძენს კვარაცხელიას და რამდენად.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ აკვირდებით, რომ რამდენჯერაც ამ ამბების გადამოწმებაზე მივა საქმე, ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ეს ყველაფერი ჭორებია. როგორც კვირკველიაზე ჰკითხეს ადრე ლესტერის წარმომადგენელს და უარყო. კვარაცხელიაზე ჰკითხეს ადრე ვიღაცას და ახლა ევერტონის წარმომადგენელს და - ორივემ ჭორიაო.
ასე რომ ეს ყველაფერი არის უბრალოდ ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფი. რითიც ცდილობენ რეიტინგის აწევას. მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ამ ბიჭის გარშემო ქმნის არასაჭირო აჟიოტაჟს და უჩენს არარეალურ მოლოდინებს. რაც, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ცუდად მოქმედებს, მითუმეტეს, ქართველ ფეხბურთელებზე. ასე რომ, შეწყვიტეთ.

(გამომიქვეყნეთ!!!)
Modric
18:56 21-05-2021
8
აბა, არ უნდა გაგვაგებინონ, რა ხდება? ზოგი სიმართლე გამოდგება, ზოგი არა. ეს ბუნებრივია. არ მესმის ზოგიერთის ლოგიკა.
თენგო
20:06 21-05-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული