"პაოკმა" თასი ნიკა ნინუას გარეშე მოიგო

AutoSharing Option
ათენის სპიროს ლუისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებულ საბერძნეთის თასის ფინალში "პაოკმა" 90-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი" და ტროფეის მერვედ დაეუფლა - უკანასკნელ 5 წელში მეოთხედ.

ამ მატჩის განაცხადში არ იყო სალონიკური გუნდის 21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა, რომელიც 16 მაისს, ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ასტერასთან" 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნინუა "პაოკში" გასული წლის ზაფხულში თბილისის "დინამოდან" გადავიდა, თავის წარმოჩენაში ტრავმამაც შეუშალა ხელი და უფრო მეტად იმან, რომ იშვიათად ათამაშებდნენ - 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ნიკას იჯარით აყვანა "ანორთოსისს"
უნდოდა, მაგრამ მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ამის ნება არ დართო.

"პაოკი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა (ოლიმპიაკოსს 26 ქულით ჩამორჩა) და ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უნდა ამ ბიჭისგან ვერ გავიგე ან გაეშვა ან ათამაშოს ... არ გააფუჭონ არადა ძაან მაგარი ბიჭიაა ...
bejo
23:50 23-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული