"რუბინის" მეკარე იური დიუპინმა, რომელსაც რუსეთის ნაკრებში 33 წლის ასაკში უხმეს, "სპორტ-ექსპესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ყველა გოლკიპერს აფასებს, მაგრამ საუკეთესო თვითონაა, რასაც სტატისტიკაც ამტკიცებს. გაიხსენა თავისი ცხოვრების რთული გზა, როდესაც მტვირთავად მუშაობდა და ჟურნალისტის მიერ თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვებზე უპასუხა.
- ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ვინაა?
- მე ხვიჩას დავასახელებდი. რომ არა ტრავმა, კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენდა თავს და ფასს აიმაღლებდა. მას ყველა ვარჯიშზე ვაკვირდები. ყველასთვის გასაგებია, რომ კლუბის აქტივია, რომელზეც ფულის გამომუშავება შეიძლება. ეს ევროპისთვის ნორმალურია, ფულს ყველა
ასე გამოიმუშავებს. ჩვენთან კარგი სასელექციო განყოფილებაა, რომელიც ტალანტებს კიდევ მოძებნის.
- მის პროგრესში სლუცკის რა როლი მიუძღვის?
- მან კვარაცხელია განტვირთა და ის ათამაშდა. ხვიჩა ბავშვივითაა, წაართვი მას საყვარელი სათამაშო (ბურთი) და ტირილს დაიწყებს. სლუცკი თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს.
- თქვენ წარმატებული ცოტა გვიან გახდით. ამას როგორ აფასებთ?
- თქვენ წარმატებული ცოტა გვიან გახდით. ამას როგორ აფასებთ?
- ამაზე არ ვფიქრობ. ცოტა ხნის წინ მეგობარს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ მაგარი ვარ. ვუპასუხე, რომ ისეთივედ ვრჩები, როგორიც ვიყავი.
- სლუცკის იუბილეს მილოცვის ვიდეორგოლმა ინტერნეტი ააფეთქა. ნაკრებში რაღაც მსგავსი შესაძლებელია?
- ჩვენთან კლუბში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ვცდილობთ გულშემტკივრებისთვის შემოქმედებითები ვიყოთ. ნაკრებში ცოტა სხვანაირადაა, იქ მიზნის მისაღწევად სერიოზულად მუშაობაა საჭირო.