"რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელიაა, მე - საუკეთესო მეკარე" - ამბობს ხვიჩას თანაგუნდელი

AutoSharing Option
"რუბინის" მეკარე იური დიუპინმა, რომელსაც რუსეთის ნაკრებში 33 წლის ასაკში უხმეს, "სპორტ-ექსპესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ყველა გოლკიპერს აფასებს, მაგრამ საუკეთესო თვითონაა, რასაც სტატისტიკაც ამტკიცებს. გაიხსენა თავისი ცხოვრების რთული გზა, როდესაც მტვირთავად მუშაობდა და ჟურნალისტის მიერ თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ კითხვებზე უპასუხა.

- ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ვინაა?
- მე ხვიჩას დავასახელებდი. რომ არა ტრავმა, კიდევ უფრო უკეთ წარმოაჩენდა თავს და ფასს აიმაღლებდა. მას ყველა ვარჯიშზე ვაკვირდები. ყველასთვის გასაგებია, რომ კლუბის აქტივია, რომელზეც ფულის გამომუშავება შეიძლება. ეს ევროპისთვის ნორმალურია, ფულს ყველა
ასე გამოიმუშავებს. ჩვენთან კარგი სასელექციო განყოფილებაა, რომელიც ტალანტებს კიდევ მოძებნის.

- მის პროგრესში სლუცკის რა როლი მიუძღვის?
- მან კვარაცხელია განტვირთა და ის ათამაშდა. ხვიჩა ბავშვივითაა, წაართვი მას საყვარელი სათამაშო (ბურთი) და ტირილს დაიწყებს. სლუცკი თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს.

- თქვენ წარმატებული ცოტა გვიან გახდით. ამას როგორ აფასებთ?
- ამაზე არ ვფიქრობ. ცოტა ხნის წინ მეგობარს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ მაგარი ვარ. ვუპასუხე, რომ ისეთივედ ვრჩები, როგორიც ვიყავი.

- სლუცკის იუბილეს მილოცვის ვიდეორგოლმა ინტერნეტი ააფეთქა. ნაკრებში რაღაც მსგავსი შესაძლებელია?
- ჩვენთან კლუბში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ვცდილობთ გულშემტკივრებისთვის შემოქმედებითები ვიყოთ. ნაკრებში ცოტა სხვანაირადაა, იქ მიზნის მისაღწევად სერიოზულად მუშაობაა საჭირო.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰო ამათ რო ვკითხოთ რუბინს ანკარაგიუჯიუ, მარიპოლი, ვორსკა პეტროვა, ლეგია ვარშავა, ვიტესი, გენტი, და სევილია ბ ჯობია.. უბრალოდ მაგ ჩემპიონატებს და ესეთი კლუბების ყურებას სვარკა ჯობია ცნობისთვის,,თუ მაგარი ხარ რუსეთის ჩემპიონატშიც გამოიჩენ თავს, ჯანომ და საბამ თუ ჩაისვარეს და ერთ დროს კარგად იყვნენ ეგ უკვე რუსეთის ბრალია)) და კიდე ჩვენ რომ შევაქეთ დაითარსენ,,))
ჩორნა
24 მაისი 2021 01:30
10
მართლაც ახალი მოდა შემოვიდა--თურმე არაფერი არ უნდა ვთქბათ ხვიჩაზე არც შევაქოთ თორემ გაფუჭდებაო !!! ან ჩაკვეტაძებ რაა ქებამ გააფუჭა ?? ჩცენ ადგილხე სომხები რომ ყოფილიყვნენ ხვიჩას ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ თუ არა პელეს და მარადონას გვერდზე დააყენებდნენ ! (იმათ რომ კითხო მხითარიანი პქეოს ბურთის მთავარი კონკურენტიაო) და ჩვენ კი იმაზეც არ უნდა ვილაპარაკოთ რასაც სხვები აქებენ ??
ზურა222
23 მაისი 2021 23:45
8
ვეთანხმები ლევანს. აქ ისეთ უცნაურ კომენტარებს დებენ, გაგაოცებენ კაცს. ზოგი წერს, რომ ფეხბურთელები ფუჭდებიან და ითარსებიან. ნეტა, ეს დათარსვა როგორ ხდება? ეტყობა, ეშმაკისეულ ძალებს იყენებენ ეს ჟურნალისტები.
გოჩა
23 მაისი 2021 21:51
0
ის მაინც არ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოოო? სხვათაშორის ეს ჭკვიანი, ბრძენი ხალხის ნათქვამია, რომელიც ხშირ შემთხვევაში სრულდება.
ლიკა
24 მაისი 2021 11:57
1
თურმე, ბაზარით ფეხბურთელები ფუჭდებიან...
ლევანი
23 მაისი 2021 21:34
2
მოდი რა გადავიდეს სადმე! რა ტვინი წაიგეთ///1 არ გეყოთ ჩაკვეტაძე/// ამასაც გააფუჩებთ ამდენი იდიოტური ბაზარით
გიო
23 მაისი 2021 21:30
11
ჩაკვეტაძე ქებამ კი არ გააფუჭა არამედ უცბად რომ "გადავიდა სადმე" ! ხვიჩაც უნდა გადავიდეს სადმე გენტისნაირ ბოსელში რაც შეიძლება სასწრაფოდ ხო ? ოღონდ ევროპა ერქვას და თუნდაც რუნინზე ათი თავით დაბლა იდგეს !@@
ზურა222
23 მაისი 2021 23:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული