როგორც ajansspor-ი იუწყება, თურქული სუპერლიგის კლუბი "ჰათაიასპორი" საქართველოს ნაკრების ფლანგელ საბა ლობჟანიძით დაინტერესდა.
26 წლის ლობჟანიძეს "ანკარასთან" კონტრაქტი ამოეწურა და მისი საკლუბო მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, მისი ყოფილი გუნდი კი თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა.
რაც შეეხება "ჰათაიასპორს" - მათ ახლახან დასრულებულ სეზონში მე-6 ადგილი დაიკავეს და ევროტურნირებზე გასასვლელად მცირედი დააკლდათ.
შეგახსენებთ, ლობჟანიძე თურქეთში 2020 წლიდან ასპარეზობს, მანამდე კი დანიური "რანდერსის" ღირსებას იცავდა.
მომზადებულია ajansspor-ის მიხედვით
17:37 27-05-2021
სუპერლიგის მეექვსეადგილოსანი ლობჟანიძეს იწვევს...
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დინამოს დაეხმარე ევროთასებზე კაცური საქციელი იქნება თურქეთი დაიცდის.
9
9
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული