საბა კვირკველია: სხვადასხვა ვარიანტია, მათ შორის, საზღვარგარეთიდან

AutoSharing Option
29 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია საქართველოს ნაკრებთან ერთად ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. ის თავისუფალი აგენტი გახდა და თავის მომავალზე კომენტარი РБ Спорт-თან ინტერვიუში გააკეთა:

- ამჟამად კონკრეტული წინადადებები არ მაქვს. სხვადასხვა ვარიანტია, მაგრამ ჯერ საქართველოს ნაკრებში ვარ, ამიტომ კლუბზე ძალიან არ ვფიქრობ. მალე რაღაც გახდება ცნობილი, თუმცა, ჯერ - არა.

- გასაგებია, რომ ახლა ნაკრებში იმყოფებით, მაგრამ კლუბთან დაკავშირებით ჩამოყალიბებას როდის აპირებთ?
- დაახლოებით 10 დღეში - მაშინ გაირკვევა რამე.

- თქვენ რუსეთში არ დარჩებით?
- თუ კარგი წინადადება იქნება, რატომაც არა?
სხვადასხვა ვარიანტია, მათ შორის, საზღვარგარეთიდან.

- "როტორში" რატომ არ დარჩით?
- გუნდი გავარდა, მაგრამ რომც დარჩენილიყო, არ ვიცი, დავრჩებოდი თუ არა. ჩვენ ამ თემაზე ხელმძღვანელობასთან არ გვისაუბრია.

- თქვენი აგენტი "ლოკომოტივთან" მოლაპარაკებას არ აწარმოებს?
- ჯერ არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით. "ლოკომოტივი" ჩემი გუნდია, მის რიგებში 108 მატჩი ჩავატარე. ეს ჩემი მეორე სახლია.

- ე.ი. თქვენთვის დაბრუნება სასიამოვნო იქნებოდა?
- რატომაც არა? ეს ფეხბურთია - ვიღაც ბრუნდება, ვიღაც სხვა გუნდს პოულობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
საბას, რაც სიომინი გაუშვეს ფეხბურთს არ ათამაშებდნენ, ხელფადი იცოცხლე კიკნაძემ შეუნარჩუნა და არაფერში "როტორ"-ში 1.7 მილ.€ გაატანა, ეხლა ნაკრები? ცოტა გაუფრთხილდნენ სფფ. საკუთარ იმიჯს და მიუკერძეობლობას.
ჯაბა
13:25 28-05-2021
0
როტორი არ გაყენებდა სასტავში რა უნდა ამას ნაკრებში ვაბშე რა საზგვარგარეტი კაი კვირკველია ტო
irakli
03:52 28-05-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული