მამარდაშვილი კარიერას "ლა ლიგაში" განაგრძობს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" პრესსამსახურმა SPORTALL.ge-ს დაუდასტურა, რომ საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი ივლისიდან ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბ "ვალენსიაში" ითამაშებს.

თბილისური კლუბები "დინამო" და "ლოკომოტივი" მამარდაშვილისთვის იჯარის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. 20 წლის მეკარე "ვალენსიაში" ერთწლიანი იჯარით, გამოსყიდვის უფლებით ითამაშებს.

გიორგი მამარდაშვილი გასული სეზონის ევროპა ლიგაზე მოსკოვის "დინამოსა" და "გრანადას" წინააღმდეგ განსაკუთრებით მაღალ დონეზე გამოვიდა. "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებულია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ, საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერის მწვრთნელობისას დამარცხდა.

მამარდაშვილის მომავალმა კლუბმა ლა ლიგის ახლახან დასრულებული სეზონი
მე-13 ადგილზე დაასრულა. გუნდის ძირითადი მეკარე ნიდერლანდელი იესპერ სილესენია.

altlavozdelpuchades: ზაფხულში მამარდაშვილი "ვალენსიაში" გადავა

alttransfermarkt-მა ფასები განაახლა, მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული იქნება



მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები!
დავითი
04:52 29-05-2021
1
ყოჩაღ, იმედია მოახერხებ თავის დამკვიდრებას, წარმატებები!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული