ფრანგული "როდეზის" 31 წლის მცველმა ამირან სანაიამ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგძლივა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება.
ქართველ ფეხბურთელი "როდეზში" მესამე და ყველაზე წარმატებული სეზონი ჰქონდა - 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მისმა გუნდმა კი საფრანგეთის მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
მარცხენა მცველს საქართველოს ნაკრებში სულ ექვსჯერ უთამაშია, მაგრამ იგი დღესაც სანიოლის გაწვრთნილი გუნდის პოტენციურ წევრად მოიაზრება. სანაიას საკმაოდ ხანგძლივი ფრანგული კარიერა აქვს, მანამდე კი სამშობლოში, "ზესტაფონში" ასპარეზობდა.
10:50 30-05-2021
საქართველოს ნაკრების პოტენციური წევრი კარიერას საფრანგეთში აგრძელებს
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
პ.ს. თამაშების ჩამონათვალიც არ არსებობს?