"პანიტოლიკოსის" კარის აღება novasports-მა გამოარჩია. სტატიაში ნათქვამია:
"პაოკმა სეზონში 60 გოლი გაიტანა. რამდენიმეს განსაკუთრებით აღნიშვნა ნამდვილად ღირს....
ნიკა ნინუამ ჯარიმა ჭკვიანურად შეასრულა - როგორც ჩანს, მეკარე ბურთს მისგან მარჯვენა კუთხეში ელოდა და ნაბიჯიც შესაბამისად გადადგა, მაგრამ ნახევარმცველმა საპირისპირო მხარეს დაარტყა."
ჩემპიონატის გარდა, 21 წლის ქართველმა საბერძნეთის თასზე სამი შეხვედრა ჩაატარა და თავი იქაც ერთი გოლით გამოიჩინა.
"პაოკმა" ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა, მხოლოდ "ოლიმპიაკოსს" ჩამორჩა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.
მომზადებულია novasports -ის მიხედვით
ბერძნული მედია ნიკა ნინუაზე წერს
ნინუა საბერძნეთის ჩემპიონატის 5 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელეს