hitc: "ლიდსთან" კვარაცხელიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - "რუბინმა" 23 მილიონი ფუნტი მოითხოვა

AutoSharing Option
ბრიტანულ hitc-ზე ჟურნალისტი დენი ოუენი "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ყაზანური კლუბი მზადაა ფეხბურთელი "ლიდსთან" მილაპარაკების შემდეგ 23 მილიონ ფუნტად გაყიდოს:

"ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს და პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა. ევროპის მრავალი კლუბი 20 წლის ქართველის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობს და "რუბინი" მას ამაში ხელს არ შეუშლის.

მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის სწორი შორია, "ლიდსი" კვარაცხელიასთვის ბრძოლაში უკეთეს პოზიციაში იმყოფება.

"ლიდსის" დირექტორმა ვიკტორ ორტამ მოლაპარაკებები გამართა, რომელთა შედეგად კვარაცხელია ადგილსამყოფელს - თათრეთის რესპუბლიკას დასავლეთ იორკშირის
ბორცვებით შეიცვლის.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახლახან კონტრაქტი გააფორმა საბაზო საფეხბურთო სააგენტოსთან და როგორც მოსალოდნელია, მისი წარმომადგენლები ფართოდ განხილვად ტრანსფერს რეალობად აქცევენ.

"მე ვხედავ, რომ ხვიჩა მზადაა პრემიერლიგისთვის, ამ ლიგაში განვითარებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია. მე ვიცი, რომ სოლიდური წინადადების შემთხვევაში, "რუბინი" მას არ დააბრკოლებს.

თუმცა გუნდი დიდი ხნის შემდეგ ევროტურნირებზე გავიდა და რატომ არ უნდა გაიმარჯვოს ხვიჩასთან ერთად და მომავალ სეზონში არ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე?", - ამბობს აგენტი შანდორ ვარგა.

"ევერტონის" დირექტორმა მარსელ ბრანდსმა განაცხადა, რომ მათ კლუბს კვარაცხელიას შეძენა შესთავაზეს, მაგრამ მოცემულ მომენტში ამ ვარიანტს არ განიხილავენ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამას მალე ისე აუბნევენ ტავს ტიუმენის მილანში გადავა სატამაშოტ
digela
03 ივნისი 2021 11:33
0
რავი ფოდენი,სტერლინგი,ზინჩენკო,კანტე და კიდევ ბევრი სხვა ხვიჩაზე გაცილებით დაბალი და მსუბუქები არაიან მაგრამ არვის მოუკლავს :)
რობი
02 ივნისი 2021 16:11
0
ჯანგო! 120 და 160 მილიონებს მბაპეში და ჰოლანდში იხდიან,კიდევ ვიღაც რეგვენებში 60-80 მილიონებს და კვარა რა ყელში გეჩხირებათ ვერ ხვდები.მბაპეს და ჰოლანდს მე დავუყენებდი მძლეოსანს, 100 მეტზე სირბილში რომ გამოდის და ვერცერთი ბურთს ვერ შეაგდებდა.მაგათ ხომ მოტყუების თავი არ აქვთ.მართლა არ ვხუმრობ,ახლა მძლეოსნები უფრო უნდათ გუნდში,ვიდრე ტეხნარი ფეხბურთელები.იმიტომ არის ფეხბურთი მკვდარი,რომ ერთ თამაშში 500 პასის გაკეთება ანტი ფეხბურთია,მოსაწყენია საყურებლად.ლიდსმა კვარა თუ აიყვანა შეიძლება ჩემპიონობასაც გამოკრას ხელი.სიტის გულშემატკივრების მიკვირს,არ უნდათ მეორე ქინქი?ოღონდ უფრო პროფესიონალი და სარგებლობის მომტანი?
გიგა
02 ივნისი 2021 16:05
1
მხითარიანი და ხიზანიშვილი თუ თამაშობდა ინგლისის პრემიერ ლიგაში რაღა მაინცდამაინც კვარაცხელიას უნდა შეეშალოს ხელი მანდ გადასვლაზე. მაგ დროს არც ჩვენ ვიყავით 70 რეიტინგში და არც სომხეთი. მთავარი კლუბს უნდოდეს ყიდვა და წინ ვერაფერი დაუდგებათ
ბექა
02 ივნისი 2021 14:11
0
ამ ყაზანელ სულელებს მაგარი მადა ჰქონიათ 32.2 მილიონი დოლარი ( 23 მილიონი ფუნტიო) თუ მოითხოევს ლიდსისაგან და მაგარი იდიოტები არიან ლიდს-ში თუკი ამ ფულს გადაიხდიან სეზონში 4 გოლის და 3 საგოლის ავტორში.
ლესტერს შესთავაზონ და ისინი პატისოანად გადაიხდიან 10 მილიონ დოლარს 4 წლიანი კონტრაქტით და გამოსასყიდია 40 მილიონით :) ლესტერში მართლაც იციან ფასი ფეხბურთელის.
jango
02 ივნისი 2021 12:59
9
მხითარიანის ტრანსფერი გაიხსენეთ უახლოესი პრეცენდენტი.არ იყო სომხეთის ნაკრები 70ში მარა კი წაიყვანა თან ვინ? ჰოდა ტრანსფერებს აკეთებენ ჩვენნაირი ქვეყნებიდანაც არ იდარდოთ.ბიელსაზე უკეთესი მწვრთნელი ხვიჩას ასაკის მოთამაშეებისთვის სანატრელია და სანთლით საძებნია.ასევე რო იწერებით კოვიდის გამო ნაკრებში არ გამოუშვებენო,ეგ წესი შეიცვლება მომავალი სეზონისთვის,ეგ კი არა გულშემაკტივრების სრულად დაშვებას აპირებენ მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში.ჩვენს გარდა მაგ წესის გამო უამრავი ტოპ ნაკრები ზიანდება მთელი პორტუგალია და საფრანგეთი და სამხრეთ ამერიკა მანდ თამაშობს და ამდენს არ მოითმენენ ეგენი პირველ რიგში.ასე რომ შიშები უადგილოა როცა წარმატებასთან ასე ახლოს არის.დენიელ ჯეიმსებს და ჰადსონ ოდოებს აქედანვე მირჩევნია დანარჩენი მასზეა დამოკიდებული ლიდსიდან ტოპ გუნდამდე ერთი ნაბიჯია!
აბგდ
02 ივნისი 2021 12:17
0
ნაკრები ფიფას რეიტინგში 70-ში არ შედის. საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის. 21 წელი არც კი ვიცოდი. რომც მისცენ მუშAობის უფლება, ინგლისიდან გასვლა შესვლა იქნება უდიდესი პრობლემა კოვიდის დღევანდელი რეგულაციებით, ანუ ნაკრებში ჩამოსვლა ძალიან რთული იქნება. ამაზე ფიქრობს ვინმე? გასაგებია ფედერაცია ვერ ჩაერთვება კონტრაქტის გაფორმებაში, მაგრამ რაღაც რაღაცეები რომ გააკონტროლოს ცუდი არ იქნება.
alexandre
02 ივნისი 2021 11:57
6
ხოარ გძინავს? გამოფხიზლდი ცოტა.. რა კოვიდი რა შესვლა გასვლა? პრემიერლიგა სავსეა ათასი რჯულის ხალხით არავის პრობლემა არ აქვს ნაკრებში წასვლაზე და რაღა კვარას შეუქმნიან პრობლემას? სანამ რამეს იტყვით ჯერ გონებაში გადახარშეთ
ბიძინეი
02 ივნისი 2021 12:31
1
ლიდს+ბიელსა ჩემი აზრით იდეალურია! კვარა მარტო არ იქნები ინგლისში გპირდები!
დიმო
02 ივნისი 2021 10:15
1
ჯუღელი ჩამოაშორეს?შესაძლოა ისეთი დონის აგენტი ვერ არის,რომ მთელ ევროპაში გავიდეს,მაგრამ ოჯახის მეგობარია და კვარასათვის,ყოველთვის უკეთესს შეეცდება.ამ სააგენტოს კი,პირველ რიგში ფული აინტერესებს.ინგლისში, კაცი კაცს არ ინდობს და მთელი თამაში,დოღის ცხენებივით დარბიან,მომტყუებელს კი,სასიკვდილოდაც არ დაინდობენ.ხვიჩა ხომ ძალიან ხშირად უტარებს ფეხებს შორის ბურთს.ამას ინგლისში ვინ მოუთმენს? თავიდანვე ნადირობას გააჩაღებენ,რომ დააშინონ.ხოლო თუ არ შეშინდება,არ დაზოგავენ.ხომ ვუყურებთ,იქაურ თამაშებს.ვინ მკითხავს,მაგრამ მე არ ვურჩევდი,ბრიტანეთს.
სოსო
02 ივნისი 2021 10:00
9
ალბათ იდეალურთან ძალიან მიახლოვებული გადაწყვეტილება იქნება თუ ხვიჩა ლიდსში გადავა. იდეალური ჩემპიონატი, მაგარი მწვრთნელი 3-4 წელი და მერე ტოპ კლუბშიც გადავა!!! წარმატებები!!!
@
02 ივნისი 2021 09:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული