hitc: "ლიდსთან" კვარაცხელიაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - "რუბინმა" 23 მილიონი ფუნტი მოითხოვა

AutoSharing Option
ბრიტანულ hitc-ზე ჟურნალისტი დენი ოუენი "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ყაზანური კლუბი მზადაა ფეხბურთელი "ლიდსთან" მილაპარაკების შემდეგ 23 მილიონ ფუნტად გაყიდოს:

"ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" დატოვებს და პრემიერლიგაში სათამაშოდ მზადაა. ევროპის მრავალი კლუბი 20 წლის ქართველის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობს და "რუბინი" მას ამაში ხელს არ შეუშლის.

მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის სწორი შორია, "ლიდსი" კვარაცხელიასთვის ბრძოლაში უკეთეს პოზიციაში იმყოფება.

"ლიდსის" დირექტორმა ვიკტორ ორტამ მოლაპარაკებები გამართა, რომელთა შედეგად კვარაცხელია ადგილსამყოფელს - თათრეთის რესპუბლიკას დასავლეთ იორკშირის
ბორცვებით შეიცვლის.

თბილისის "დინამოს" ყოფილმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახლახან კონტრაქტი გააფორმა საბაზო საფეხბურთო სააგენტოსთან და როგორც მოსალოდნელია, მისი წარმომადგენლები ფართოდ განხილვად ტრანსფერს რეალობად აქცევენ.

"მე ვხედავ, რომ ხვიჩა მზადაა პრემიერლიგისთვის, ამ ლიგაში განვითარებისთვის დიდი პოტენციალი გააჩნია. მე ვიცი, რომ სოლიდური წინადადების შემთხვევაში, "რუბინი" მას არ დააბრკოლებს.

თუმცა გუნდი დიდი ხნის შემდეგ ევროტურნირებზე გავიდა და რატომ არ უნდა გაიმარჯვოს ხვიჩასთან ერთად და მომავალ სეზონში არ ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე?", - ამბობს აგენტი შანდორ ვარგა.

"ევერტონის" დირექტორმა მარსელ ბრანდსმა განაცხადა, რომ მათ კლუბს კვარაცხელიას შეძენა შესთავაზეს, მაგრამ მოცემულ მომენტში ამ ვარიანტს არ განიხილავენ".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამას მალე ისე აუბნევენ ტავს ტიუმენის მილანში გადავა სატამაშოტ
digela
11:33 03-06-2021
0
რავი ფოდენი,სტერლინგი,ზინჩენკო,კანტე და კიდევ ბევრი სხვა ხვიჩაზე გაცილებით დაბალი და მსუბუქები არაიან მაგრამ არვის მოუკლავს :)
რობი
16:11 02-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული