საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა, თუმცა, რომ არა მეკარე გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, ანგარიში შეიძლებოდა მთლად გამანადგურებელი ყოფილიყო.
გიორგიმ "ჯვაროსნები" რამდენიმეჯერ გადაარჩინა და არცერთ გაშვებულ გოლში ბრალი არ მიუძღვის.
ლორიას კლუბმა "ანორთოსისმა" თავისი გუნდის მეკარის თამაშის ვიდეო გამოაქვეყნა, ხოლო larnakasports-მა ქართველი კიპერის გარჯა მოკლედ შეაფასა - "აპოთეოზი".