ვაისი: ქართველებმა დამირეკეს, გუნდში კი მხოლოდ მათ ავიყვან...

AutoSharing Option
სლოვაკური ბრატისლავის "სლოვანი" სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ექსდამრიგებელმა ვლადიმირ ვაისმა ჩაიბარა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სწორედ ის გაუძღვება.

დღეს ქართულმა საიტმა goal.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გურამ კაშია კარიერას სწორედ "სლოვანში" განაგრძობს, რაზეც სლოვაკური გამოცემები 1 კვირის წინ წერდნენ. ŠPORT.sk წერს, რომ კლუბმა კაშიას ტრანსფერი ჯერ არ დაადასტურა, თუმცა არც უარუყვია.

იქამდე კი ვლადიმირ ვაისმა "სლოვანში" მისვლისას პრესკონფერენციაზე განაცხადა:

"ქართველები სანახაობრივი ფეხბურთელები არიან და ღვთით ბოძებული ნიჭი აქვთ. მათ გამოცდილი ფეხბურთელებიც ჰყავთ, რომელთა ნაწილი სლოვაკეთში სიამოვნებით ითამაშებდა.
უკვე დამირეკეს, თუმცა გუნდში მხოლოდ ისეთ ფეხბურთელს მოვიყვან, რომელიც 100%-ით მზად იქნება.

ყველა საკითხი კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა შევათანხმო".

ვაისს არაერთხელ უთქვამს, რომ გურამ კაშია სანიმუშო პროფესიონალია და ნაკრების მოთამაშეებისთვის მისაბაძი მაგალითი. ცხადია, სლოვაკი სპეციალისტი ასეთი გამოცდილებისა და კლასის მქონე მოთამაშის აყვანაზე უარს არ იტყვის.

მაგრამ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს არ დაუსახელებია ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც მის გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა "ვლადიმირ ვლადიმირის ძე" - ეს კაცი რუსი კი არ არის! ცოტა სერიოზულად მოეკიდეთ საქმეს. რუსები თუ ასე უწოდებენ - ჩვენც რუსები ვართ?!
levan
17:33 09-06-2021
9
დიდი ვერაფერი ჩემპიონატი ვერ აქვთ სლოვაკებს.
რობერტინიო
17:19 09-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული