დაბრუნდებიან თუ არა აბურჯანია და ქინქლაძე "ანორთოსისში"?!

AutoSharing Option
კვიპროსული მედია ამტკიცებს, რომ დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ჩაირიცხოს.

anorthosis24 წერს:

"ქართველი ფეხბურთელი ის კანდიდატურაა, რომელიც მწვრთნელს ნახევარმცველის საკვანძო პოზიციისთვის მოსწონს. ის კონტაქტები, რომლებიც მოთამაშესა და კლუბს შორის არსებობს, ხელშეკრულების გაფორმების კარგ საფუძველს ქმნის და არაა გამორიცხული, რომ შეთანხმებას უახლოეს დღეებში მიაღწიონ.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანიამ "ანორთოსისში" 2014/15 წლების სეზონსა და 2015/16-ის პირველ ნახევარში იასპარეზა. ამის შემდეგ ის ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის კლუბებსა და ნიდერლანდურ "ტვენტეში" გამოდიოდა.

26 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "კარტახენას" მაისურით 13 მატჩში 1
გოლი გაიტანა. აბურჯანია ივნისის ამხანაგურ მატჩებში ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლის ავტორი  გახდა.

პარალელურად, ესპანური murciaplaza წერს, რომ "კარტახენა" ყველანაირად ცდილობს, გიორგი აბურჯანია ახალ ხელშეკრულებაზე დაითანხმოს.

anorthosis24 ასევე ამტკიცებს, რომ "ანორთოსისმა" შესაძლოა, გიორგი ქინქლაძესთან თანამშრომლობა ისევ განიხილოს და ყოფილ ფეხბურთელს სპორტული დირექტორის პოსტი შესთავაზოს.

altაბურჯანიამ მაკარიძე ლა ლიგის გზაზე შეაფერხა [VIDEO]

altგამარჯვება კატალონიაში - აბურჯანია "კარტახენასთვის" წარმატების მომტანი გამოდგა

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა ანართოსისი,კაი რა აბუ,ძლივს ნაკრების ძირითად კაცად იქცა და ახლა ანართოსისის დროა?რეგრესი გარდაუვალია მანდ წასვლის შემთხვევაში.
Master
12:04 10-06-2021
14
ქინქლაძე როდის მერე გახდა დიდი საფეხბურთო ფუნქციონერი?
ზორბეგი
14:49 10-06-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული