კაკაბაძემ გუნდი გამოიცვალა და ორიგინალურად წარადგინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

კაკაბაძემ "ტენერიფე" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "კრაკოვიასთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება კრაკოვული კლუბი.

კაკაბაძე კლუბმა ორიგინალურად წარადგინა - ფორმა კრაკოვში "მოია გრუზია პიეკარნიაში" გადასცეს.

ის თბილისის "დინამოს" აღზრდილია, თამაშობდა "ხიმნასტიკში", "ესბერგში", "ლუცერნსა" და "ტენერიფეში", საქართველოს ნაკრებში 39 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.

"კრაკოვია" გასულ სეზონში 16-გუნდიან ექსტრა კლასაზე მე-14 ადგილზე გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად გაძლიერდება, რადგან ოთარის გარდა უკვე კიდევ 4 ფეხბურთელი დაიმატა.

გუნდის მწვრთნელი 48 წლის მიხალ
პრობიერზია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
აი ნათელი მაგალითი თუ სად ვართ.ნაკრების ერთერთი შეუცვლელი ფეხბურთელი პოლონეთის აუტსაიდერში გადავიდა,მერე კითხვები ჩნდება რატო გვჩაგრავს ასე ძალიან ჰოლანდია.ამ კაცმა ვერც შვეიცარიაში გაქაჩა და ვერც ესპანეთის მეორეში.ვეღარც ნაკრებში ვარგა,აბა კრაკოვიას დონის ფეხბურთემლმა ნაკრებში რა უნდა ქნას?წავიდა პოლონეთში,რომელიც დიდად არ აღემატება ჩვენს ჩემპიონატს.სამწუხაროა,სამწუხარო...
Master
19:56 12-06-2021
2
ესპანეთიდან პოლონეთში.ეეჰ!
სოსო
18:15 12-06-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული