ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე კვარაცხელიაზე საუბრობს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილი კიპერი პოლ რობინსონი ხვიჩა კვარაცხელიას "ლიდსში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. ცნობილი მეკარე ამ ინგლისური კლუბის  ღირსებას 1998-2004 წლებში იცავდა.

"თუკი "ლიდსი" ახალ გარემარბს ეძებს და ეს ხვიჩა კვარაცხელიაა, ამან შესაძლოა, ამ კლუბში ელდერ კოშტას კარიერა დაასრულოს. შემტევს განსაკუთრებით კარგი სეზონი არ ჰქონია, მარსელო ბიელსას გუნდს კი "რუბინის" ქართველი ფეხბურთელი ნამდვილად გააძლიერებს."

27 წლის ელდერ კოშტა ბიელსას გუნდში 2019 წლიდან ასპარეზობს და სულ 7 გოლი გაიტანა.

41 წლის რობინსონს, "ლიდსის" გარდა, "ტოტენჰემში", "ბლექბერნსა" და "ბარნლიში" უთამაშია. ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 2003-07
წლებში გამოდიოდა და როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე.  იასპარეზა.

alt"ლიდსი" მარცხენა ფლანგზე მოთამაშეების ტრანსფერს აანონსებს, მედია კი კვარაცხელიაზე საუბრობს



მკითხველის კომენტარები / 1 /
ელდერ შენგელაია
Levani
08:56 15-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული