კვარაცხელია Golden Boy 2021 წლის ათეულშია - ხმის მიცემა გრძელდება

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, ჯერჯერობით თურქი ფეხბურთელი ლიდერობს, ქართველი შემტევი კი მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფს.

ერსინ დასტანოღლუ, რომელსაც ხმების 52,8% აქვს მოპოვებული, თურქული "ბეშიქთაშის" მეკარეა. გასულ სეზონში სუპერლიგაში მან 35 მატჩი გამართა.

"რუბინის" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას, ამ ეტაპზე, ხმა 3122-მა ადამიანმა მისცა (126 488 მონაწილიდან). ხორვატიის "ჰაიდუკის" 18 წლის ფორვარდ სტიპ ბიუკს ზუსტად ამდენივე მხარდაჭერა აქვს.

ათეულში ხვიჩაზე წინ არიან "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელი ფორვარდი ლუის ენრიკე ლიმა, ლისაბონის "სპორტინგის" 18 წლის
მცველი ნუნო მენდესი, კიევის "დინამოს" 18 წლის მცველი ილია ზაბარნი და "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი პედრი.

შეგახსენებთ, კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა ისევ შეგიძლიათ


altკვარაცხელიას პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად მხარდაჭერა სჭირდება




მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი ეს ბიჭი ვნახო დაბინავებული სადმე და მეც დავისვენებ , თქვენც და თვითონაც !!!
Vasili
22:32 16-06-2021
1
მე პირადად გელა ნუგზარაშვილს მივეცი ხმა
მიდი გელა!!
15:05 16-06-2021
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული