"ჯვაროსანთა" კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის გუნდში გადავიდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სლოვაკეთის ჩემპიონ ბრატისლავის "სლოვანში" გააგრძელებენ კარიერას, რომლის მწვრთნელი ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია.

კანკავა ბოლოს ფრანგულ "ვალანსიენში", ხოლო კაშია თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა. კლუბმა მათ კონტრაქტები გაუფორმა და ოფიციალურად წარადგინა.

ვაისმა განაცხადა, რომ კანკავასა და კაშიას დიდი გამოცდილება აქვთ, ბოლომდე ენდობა, ეს სჭირდებათ და ამიტომაც დაიმატეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა ახალ გუნდში გადასვლის გამო კმაყოფილება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ გუნდს მაღალი მიზნების მიღწევაში უნდა დაეხმარონ.

"სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიის
"შემროკს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
... კარგი ინფორმაციაა!!! ყოჩაღ და მადლობა ვაისს!!! ენდობა ბოლომდე, იმიტომ , რომ ჯაბა და გურამი ჩამოყალიბებული პროფესიონალი ფეხბურთელები არიან, როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ!!! ,, სლოვანის,, ლიდერები გახდებიან!!!
დათო
22:15 17-06-2021
2
წარმატებები ბიჭებს
გიორგი გორგაძე
21:31 17-06-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული