მხოლოდ ერთი მეტოქე კვარაცხელიაზე წინ - Golden boy 2021

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის ბრძოლა, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ქართველი ფეხბურთელი ისევ მეორე ადგილზეა (45 023 ხმით), თუმცა მისი მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე მზარდია (ამჟამად 20.8%).

არ შეცვლილა "რუბინის" გარემარბთან ყველაზე ახლოს მყოფი მოთამაშის ვინაობაც, ოღონდ "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელ ფორვარდ ლუის ენრიკე ლიმას ქართველი უკვე საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებს (ლიმას 17 135 ხმა აქვს, რაც 7.9%-ს შეადგენს).

პირველ ადგილზე ისევ "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დასტანოღლუა, თუმცა მისი დიდი უპირატესობა ისევ შემცირდა (40.1%, 86 808 ხმა).

სიაში ბევრი საინტერესო გვარია - "ბაიერნისა" და გერმანიის
ნაკრების ნახევარმცველ ჯამალ მუსაილას მხარს 1,1% უჭერს, "რეალის" ბრაზილიელ შემტევ როდრიგოს კი მხოლოდ - 0.1%. მასზე ცოტათი მეტი (0.2%) მხარდამჭერი ჰყავს "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ ბუკაიო საკას.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ


altკვარაცხელია მეორე ადგილზე, სერიოზული უპირატესობით - Golden Boy 2021-ისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში!





მკითხველის კომენტარები / 15 /
Xvichas gaswvriv wreshi rom monishnav shemdeg sias bolomde chamoxval da siis qvemot vote daklikav da eg ari
Kaxa
01:40 22-06-2021
1
მართლაც საღოლ ეგ ჯუღელი, ეს ძირითადათ მაგის გაკეთებული pr- ია, რუსეთის "რუბინის" მოთამაშეს ვინ შეხედავდა,კი ბატონო ნიჭიერია, მაგრამ 84- რეიტინგზე მყოფი საქ.ნაკრების და საშ.რუსული კლუბის ფეხბურთელი, ვიმეორებ რო არა ჯუღელი, ნაკლებ საინტერესოა.
17-18 წლ. ბიჭები ევროზე რო ბრწყინავენ, მოუსმინეთ კომენტატორს რა კლუბებიდან არიან და რა ტიტულებს ფლობენ.
vaxo
19:04 21-06-2021
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული