მხოლოდ ერთი მეტოქე კვარაცხელიაზე წინ - Golden boy 2021

AutoSharing Option
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებულ Golden Boy 2021-ის ჯილდოსთვის ბრძოლა, სადაც ხმის მიცემა ხვიჩა კვარაცხელიასათვისაცაა შესაძლებელი, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა.

ქართველი ფეხბურთელი ისევ მეორე ადგილზეა (45 023 ხმით), თუმცა მისი მხარდამჭერების რაოდენობა ყველაზე მზარდია (ამჟამად 20.8%).

არ შეცვლილა "რუბინის" გარემარბთან ყველაზე ახლოს მყოფი მოთამაშის ვინაობაც, ოღონდ "მარსელის" 19 წლის ბრაზილიელ ფორვარდ ლუის ენრიკე ლიმას ქართველი უკვე საკმაოდ დიდი სხვაობით უსწრებს (ლიმას 17 135 ხმა აქვს, რაც 7.9%-ს შეადგენს).

პირველ ადგილზე ისევ "ბეშიქთაშის" მეკარე ერსინ დასტანოღლუა, თუმცა მისი დიდი უპირატესობა ისევ შემცირდა (40.1%, 86 808 ხმა).

სიაში ბევრი საინტერესო გვარია - "ბაიერნისა" და გერმანიის
ნაკრების ნახევარმცველ ჯამალ მუსაილას მხარს 1,1% უჭერს, "რეალის" ბრაზილიელ შემტევ როდრიგოს კი მხოლოდ - 0.1%. მასზე ცოტათი მეტი (0.2%) მხარდამჭერი ჰყავს "არსენალისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელ ბუკაიო საკას.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ


altკვარაცხელია მეორე ადგილზე, სერიოზული უპირატესობით - Golden Boy 2021-ისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში!





მკითხველის კომენტარები / 15 /
არ იხსნება თქვენს მიერ დადებული ბმული..... 50 000 ხმა სჭირდება და თბილისის ერთი უბანიც ეყოფა ხმა რომ მივცეთ არაფერს ვამბობ საქართველოს მასშტაბზე, მაგრამ არ იცის ხალხმა და მოიფიქრეთ რამე რომ ხალხმა მასიურად მიიღოს მონაწილეობა ხმის მიცემაში, ამ პრიზის აღებით კვარას დიდი რეკლამა გაუკეთდება.... ფედერაციამაც მიიღოს მონაწილეობა ....მარტო საიტი ვერ მოახერხებს...
2
ხვიჩას არ ვაკნინებ მაგრამ ევროპᲘს მაშტაბით საუკეთესო ტალანტი არა ვიყოთ ობიეკტურები თორემ მალე სომხებს გადავასტრებთ ესეთი მენტალიტეტით. Ისედაც მსოფლიომ ფაჩულიაზე დაგვცინა ველურებს შეგვადარა რაც საწყენია :((
ნიკა
17:41 21-06-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული