"რუბინი" კვარაცხელიაზე იმედს არ ამყარებს, დავითაშვილს კი გასხვისებას უპირებს

AutoSharing Option
sport.business-მა "რუბინის" სამზადისზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გუნდში 11 ლეგიონერია, მათგან 8 უნდა დარჩეს; ერთ-ერთი სავარაუდო წამსვლელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც სეად ჰაკშაბანოვიჩის სახით კარგი შემცვლელი მოუმზადეს. მასზე მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ თქვა, რომ სერიოზული ფეხბურთელია და იმედებს ამყარებს. გამოცემამ გუნდში ზურიკო დავითაშვილის დარჩენის შანსებიც შეაფასა, რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით "როტორში" თამაშობდა.

"კვარაცხელია "რუბინის" ფეხბურთელად რჩება. ფეხბურთელი ყველასთან ერთად ატარებს საწვრთნელ შეკრებას, მაგრამ მასზე ახალ სეზონში იმედების დამყარება არ ღირს. ამჟამინდელი სატრანსფერო ფანჯარა ქართველის გასაყიდად ყველაზე კარგი დროა და ამ
მიმართულებით მუშაობა მიდის. კითხვა ევროპის ჩემპიონატის გამო "ჩამოკიდებულ მდგომარეობაშია". კლუბები პოტენციურ ახალწვეულებს ევროზე აკვირდებიან. ამიტომ იმ ფეხბურთელებზე გადაწყვეტილების მიღებას, რომლებიც ტურნირზე არ ასპარეზობენ, არ ჩქარობენ.

ხვიჩას გარდა, ახლა "რუბინში" 8 ადგილზე 11 უცხოელია. შემდეგი, ვინც ამ სიიდან უნდა გავიდეს, ზურიკო დავითაშვილი უნდა გახდეს. ამასთან, "რუბინი" განიხილავს მის, როგორც კიდევ იჯარით გაშვების, ასევე სრულფასოვნად გაყიდვის შესაძლებლობას. რჩება კიდევ ერთი ზედმეტი ლეგიონერი და მის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მოძებნილი არ არის".

მკითხველის კომენტარები / 4 /
დორტმუნდი სანჩოს ყიდის 90ში და 20 მლ რომ კვარაში გადაიხადონ 2-3 წელში სულ მცირე სამმაგად გაყიდიან. ჰალანდიც დიდი ალბათობით წელსვე წავა რეალში დორტმუნდი არაა ის გუნდი 1წლის გამო ათეულობით მილიონი დაკარგოს.. ასე რომ ფულის მეტი რა ექნებათ
რომა
18:36 23-06-2021
1
კვარას პოზიციაზე ამ ჩემპიონატზე არ არის არავინ, რომელიც ისე გრაციოზულად, აღმაფრენით და მომაჯადოებლად თამაშობს როგორც ჩვენი ბიჭი. ასე რომ, ცოტა ხანი დაველოდოთ ამ ტურნირის დამთავრებას. დარწმუნებული ვარ კვარა ისეთ გუნდს აირჩევს, სადაც ნდობა ექნება და ათამაშებენ. კარგი მრჩევლები ყავს და თავადაც ჭკვიანი ბიჭია. ნიჭით ქინქლაძეს გავს, ჯიგრით ქეცბაიას და მონდომებაში კობიაშვილს მინდა დაემგვანოს.
ქუთაისელი
13:30 23-06-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული