თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველ ლუკა გაგნიძის მოსკოვის "დინამოში" გადასვლას გადაწყვეტილად მიიჩნევს რუსული მედია.
"ჩემპიონატის" შემდეგ ეს "Eurostavka"-მ დაადასტურა და მკითხველს აცნობა, რომ ფეხბურთელი მედშემოწმებას გადის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, ხოლო ტრანსფერს აგენტი ვალერი ოგანესიანი აგვარებს.
"სპორტ-ექსპრესი" კი წერს, რომ გაგნიძე პოსტსაბჭოთა სივრცეში თავის ასაკში (დაბ. 2003 წელს) ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ითვლება და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მოსკოვის "დინამომ" შეიძლება იჯარით პრემიერლიგის რომელიმე გუნდში გაუშვას.
Transfermarkt-
ის მიხედვით გაგნიძის სატრანსფერო ღირებულება 700 ათასი ევროა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაა გამორიცხული, ის მოსკოვის "დინამომ" ზამთრამდე იჯარის წესით თბილისის "დინამოში" დატოვოს.
აბა რომელიმე ქართველი დორტმუნდმა მიიწვია და ფეხბურთელმა უარი უთხრა?
რუსული კლუბების გარდა არავის არ უნდა ქართველები ხომ ვხედავთ, უნგრეთი და ლატვია კიდე გინდ იყოს და გინდ არა. ესპენეთის სეგუნდა დივიზიონსაც კი ვერ ქაჩავენ ხომ ხედავთ, კაკაბაძე, პაპუნაშვილი ყველა გამოაგდეს.
სიომინს რომ არ წაეყვანა კვარაცხელია, დღესაც რუსთავში იქნებოდა. ტალანტები არ გვყავს და თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, ვინც გვყავდა იმათმა გართობა ამჯობინეს ამის მაგალითევბი, ოქრიაშვილი, თარგამაძე, ყაზაიშვილი, ჭანტურია და კიდევ რამენი ჩამოვთვალო.