ჩაკვეტაძემ "ფეიენოორდთან" სასტარტოში ითამაშა

AutoSharing Option
ტრავმამორჩენილმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "ფეიენოორდთან" უკვე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ეს ამხანაგური მატჩი როტერდამში "ფეიენოორდის" ბაზაზე მაყურებლების გარეშე ჩატარდა და 1:1 დასრულდა. "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ჩაკვეტაძე ამჯერად სასტარტოში დააყენა და მე-9 წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო - მან მარცხენა ფლანგზე სწრაფი კონტრშეტევისას დრიბლინგი განახორციელა და მეკარემ დაასწრო. გიორგიმ ჩათვალა, რომ გოლკიპერმა თამაშის წესები დაარღვია და პენალტს ითხოვდა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, ჩაკვეტაძე კი შესვენების შემდეგ ბრუნო ჯანიმ შეცვალა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს ჩაკვეტაძე სამოყვარულო "დიკელვენესთან" სპარინგში (3:2)
მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე.

22 ივლისს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გენტი" ნორვეგიის "ვოლერენგას" უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვუყურე და ძველი ჩაკვედან შორსაა ჯერ სისწრაფე აშკარად აკლდა, ბურთან ვერიყო ელეგანტური როგორიც გვახსოვს, წესით მალე აკრიფავს სათამაშო ფორმას ბურთან ურთიერთობის. ეგ და კვარას ტანდემი ძაან მაინტერესებს იმედია სათამაშო ქიმია შედგება მაგათ შორიის
beqa
26 ივნისი 2021 19:00
0
თითქმის 2 წელია,ფაქტობრივად აღარ უთამაშია და რა თქმა უნდა დაკარგული ექნება უნარ ჩვევები.მთავარია სისწრაფე და მანევრულობა არ დაკარგოს.ამას დრო დასჭირდება
სოსო
27 ივნისი 2021 15:33
0
სათამაშო ქიმია სადაური ტერმინია,თუ საიდუმლო არაა
irakli788900
26 ივნისი 2021 21:47
10
მაგარია რომ გამოჯამრთელდა ფორმაში შესვლას და უფრო განვითარებას გისურვებ ყოველტვის ფორმის პიკზე ყოფილიყავი
ემიგრანტი
26 ივნისი 2021 18:53
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული