ქვილითაიას კონკურენტს ასხვისებენ - მან გასულ სეზონში გოლი ვერ გაიტანა

AutoSharing Option
კვიპროსული shootandgoal "აპოელის" ახალწვეულ გიორგი ქვილითაიას კონკურენტის ტრანსფერზე დაყენებასა და ქართველი ფეხბურთელის შესაძლებლობებზე წერს:

"წარუმატებელი სეზონის შემდეგ, კლუბი 31 წლის კოსოველ ატდჰე ნუჰიუსთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს, მისი მისი შემცვლელი გიორგი ქვილითაიაა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გასულ სეზონში, "ანორთოსისის" რიგებში 15 გოლი გაიტანა. მას შეუძლია საჯარიმოს გარეთაც კარგად იმოქმედოს და პარტნიორები საგოლე გადაცემებით მოამარაგოს. ტანმაღალი ქვილთაია სტანდარტული მდგომარების დროს საკუთარი გუნდის დაცვაც ეხერხება."

კოსოვოელი ფორვარდი "აპოელში" ინგლისური "შეფილდიდან" გადავიდა, მანამდე კი თურქეთსა და ავსტრიაშიც უთამაშია. მან კვიპროსის ჩემპიონატის გასულ სეზონში 23
შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, მომავალი სეზონიდან კვიპროსული "აპოელის" ღირსებას გიორგი ქვილითაიას გარდა, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილიც დაიცავენ.

alt"აპოელის" მწვრთნელი გუნდის გეგმებსა და ქართველი ლეგიონერების როლზე საუბრობს

alt"ვიცი, ვერ გამიგებთ, მაგრამ..." - ქვილითაიამ ახსნა, რატომ გადავიდა "ანორთოსისიდან" "აპოელში"



მკითხველის კომენტარები / 2 /
ფიფი იყიდე ეგ ნუჰიუ თუ ვიღაც შენ ხო ეგეთი ფეხბურთელები მოგწონს
შაკო
21:53 27-06-2021
1
ქვილითაიას და დაუშვილუს ტრანსფერი ასე რომ უხარიათ და ოქრიაშვილს საერთოდ ვარსკვლავურ შენაძენად თვლიან,პლუს პაპუნაშვილი რო თამაშობს ერთერთ ლიდერ გუნდში,ინჯგია კიდე.იმ ქვეყნის ფეხბურთის საქმე ჩემი აზრით ძალიან ცუდად უნდა იყოს.
master
15:59 27-06-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული