თბილისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - იტყობინება "ჩემპიონატი" წყაროზე დაყრდნობით, რომელიც სიტუაციას იცნობს.
თუმცა ჯერ მოსკოვურ კლუბს გაგნიძის ტრანსფერი არ დაუდასტურებია.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვის "დინამო" გაგნიძეს იჯარის წესით ან თბილისის "დინამოში" გაუშვებს, ან რუსეთის პრემიერლიგის რომელიმე გუნდში.
მოსკოვის "დინამომ" ახლახან "მილანიდან" 28 წლის ურუგვაელი მცველი დიეგო ლასკალტი გადაიყვანა.