ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოში" გადასვლის შემდეგ კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.
"რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და ჩემთვის აქ ძალების მოსინჯვა ძალიან საინტერესოა. ჯერ საკუთარი თავი თბილისის "დინამოში" ბოლომდე არ გამომივლენია, თუმცა ამ ასაკში ჩემ მიმართ დიდი ინტერესი რომ გაჩნდა, მოსკოვის "დინამოში" გადასვლა სწრაფად პროგრესირებაში დამეხმარება.
რასაკვირველია, როცა შემოთავაზება მოსკოვიდან მივიღე, ისე მოვიქეცი, როგორც ჩემს ადგილას მყოფი ადამიანი გააკეთებდა - მაქსიმალურად დიდი ოდენობის საჭირო ინფორმაციის შეგროვება დავიწყე. ამის შედეგად დავრწმუნდი, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის დიდი შანსია.
აქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და
სამწვრთნელო შტაბი მოთამაშეებს ნდობას ასაკის მიუხედავად უცხადებს ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ შანსები მეც მექნება. მხოლოდ მათი გამოყენება დარჩა, რისთვისაც შრომას არ დავიშურებ", - თქვა ლუკამ.
კობიაშვილმაც ცოტა დრო გაატარა რუსეთში და უფრო დინამოს და ფინკეს დამსახურებაა მისი პროგრესი.
ცხადაძე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი დინამო თბილისიდან გადავიდა შვედეთში და დინამო მოსკოვში ნახევარი წელიც არ გაუტარებია თუ არ ვცდები.
თან მოყვანილი მაგალითების უმრავლესობა ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემით იყო “აღზრდილი” და იმის მერე 20-25 წელი გავიდა. ბოლო 20 წელიწადში რომელი ქართველო გაიქაჩა მაღალ ევროპულ დონეზე რუსეთიდან?