საქართველოს ნაკრებისა და სამხრეთკორეული "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
ვაკომ ანგარიში ვიეტნამურ "ვიეტელთან" გახსნა - დრიბლინგით სამი მეტოქე ჩამოიცილა და მეკარეს აუღებლად დაურტყა.
გატანილი გოლის გარდა, ყაზაიშვილმა მონაწილეობა მეორე საგოლე შეტევაშიც მიიღო.
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 4 მატჩში ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ქართველის გუნდი კი ჯგუფურ ეტაპზე უდანაკარგოდ ასპარეზობს (5-დან 5 მოგება) და ბოლო ტურში ტაილანდურ "პათუმ იუნაიტედს" შეხვდება.