ბერძნული მედია იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის შემტევი ლევან შენგელია ადგილობრივი სუპერ ლიგის ბინადარი გუნდის "არისში" გადასვლასთანაა ახლოს.
როგორც იცით, ჩვენებური თავისუფალი აგენტია და სალონიკურ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლის წარმატებით დასრულების ალბათობაც საკმაოდ დიდია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შენგელია "ქონიასპორის" ღირსებას იცავდა, რომელიც ზაფხულში დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.
რაც შეეხება "არისს", სალონიკელებმა გასულ სეზონში ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავეს და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ.