"მალდინი, ხვიჩა ჩამოიყვანე და შენი მონა გავხდები" - "ტიფოზები" კვარაცხელიას ფინტმა აღაფრთოვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ურალთან" ამხანაგურ მატჩში იშვიათი სილამაზის ფინტი გააკეთა, რომელზეც ყურადღება inoprosport-მა გაამახვილა და იტალიელი ტიფოზების გამოხმაურებებიც გამოაქვეყნა:

"მიუხედავად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ძლიერი ევროპული კლუბების მიერ დაინტერესების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციებისა, ის "რუბინთან" ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს.

ყაზანელთა ქართველი გარემარბი "ურალთან" საკონტროლო შეხვედრაში საგოლე გადაცემით გამოირჩა, რომელიც ლეონიდ სლუცკის შეგირდებმა 3:1 მოიგეს, თუმცა ყველაზე "გემრიელი" მომენტი ხვიჩას მონაწილეობით იყო, როდესაც მან უბრალოდ მოედნის ცენტრში "ზიდანის ფინტით" ოპონენტთა დეკლასირება მოახდინა.

სილამაზეს, რომელსაც ხშირად ვერ შეხვდები რუსულ ფეხბურთში, იტალიელი გულშემამატკივრები
გამოეხმაურენ, სადაც მედიის ცნობით, ხვიჩას "მილანი" და "იუვენტუსი"აკვირდებიან.

@AcmDuivel:
- ხვიჩას მონაწილეობით ამ ეპიზოდისგან ორგაზმი მივიღე.

@kravotz:
- როგორ უნდა გამოხვიდე მეტოქის პრესინგიდან - პროფესორ კვარაცხელიას ლექცია.

@eImudo:
- ჩამოდი "მილანში", ხვიჩა.

@ACMRealista:
- როგორაა ეს შესაძლებელი, რომ არც ერთი კლუბი "არ ხტება შარვლიდან", რათა ხვიჩა "რუბინს" წაჰგვაროს?

@Seyw_93:
- ფაბიო პარატიჩს უნდოდა მისი გადაყვანა, როდესაც "იუვენტუსში" მუშაობდა...

@Rossonero__1899:
- ხვიჩა ჭეშმარიტი ტალანტია. ის მოწინააღმდეგის განმაიარაღებელ ტექნიკას ფლობს.

@p__antonio:
- ტექნიკასთან ერთად, სიტუაციას ყოველთვის ბურთის მიღებამდე აფასებს, რათა წინასწარ გათვალოს, როგორ დაუხვდება ვიზავი. როგორი სილამაზეა!

@RaPhaLeXJuVe:
- მამა მია! მას მუდამ ჭკუიდან გადავყავარ. იმედია, ხვიჩა წელს ტოპ-კლუბში გადავა.

@Alfonso04642363:
- "მილანმა" მხოლოდ ხვიჩა უნდა აიყვანოს და არავინ სხვა.

@BlancoEnrike_:
- ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ხვიჩა დღემდე "რუბინში" რჩება.

@Rbonvecchi:
- მოდით, წავიყვანოთ "მილანში".

@Zoroback_023:
- პაოლო მალდინი, თუ ხვიჩას "მილანში" ჩამოიყვან, შემიძლია მთელი დარჩენილი ცხოვრება შენი მონა გავხდე".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძაან მაინტერესებს, ამ იტალიელმა ტიფოზებმმა, სად უყურეს ამ თამაშსს?
დაიწყეთ ისევ ზღაპრების მოყოლა?
19:05 10-07-2021
22
ან ფეხბურთის გაგნებაში არაა ეს ხალხი, ან მხითარიანზე უკეთესი არ უნდათ ვინმე რომ იყოს.
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული