"ხვიჩა "რუბინში" კიდევ 1 წელი დარჩება" - რუსი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ წერს

AutoSharing Option
რუსმა საფეხბურთო ბლოგერმა და Eurosport-ის ერთ-ერთმა ავტორმა პაველ გოროდნიცკიმ საკუთარ "იუთუბ-არხზე" ისაუბრა, თუ რატომ დარჩება ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" კიდევ ერთი სეზონით...

"ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს "რუბინს" არ დატოვებს. არადა, რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელის მამა ამბობდა, რომ "კვარა" რუსეთში თამაშს არ განაგრძობდა. ამით იმაზეც მიუთითებდა, რომ ქართველი "ზენიტში" გადასვლას არ აპირებდა.

როგორც ვიცი, ხვიჩას ევროპაში კარიერის გაგრძელება სურს, მაგრამ ნახეთ, რა ხდება - ევროპული კლუბების წარმომადგენლები რეკავენ "რუბინში" ან ფაქსს აგზავნიან, პასუხად კი იღებენ: "ჩვენ არ მოგყიდით ხვიჩას 18 მილიონ ევროდ,
არც 20 მილიონად".

იმიტომ, რომ ყაზანელებს კვარაცხელიას გაყიდვა უფრო ძვირად სურთ, მაგალითად, 30 მილიონად. კონტრაქტი ფეხბურთელსა და კლუბს 2024 წლამდე აკავშირებთ და ახლა მისი გაყიდვის აუცილებლობა არ დგას. ახლა ხვიჩას შეუძლია რუსეთის პრემიერლიგასა და ევროთასებზე გაიბრწყინოს, მომდევნო ზაფხულს კი უკეთეს ფასად გაიყიდება.

მაშინ ვის გაყიდის "რუბინი"? ალბათ, კარლ სტარფელტს და მიღებული ფულით მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას ხვიჩასა და სლუცკისთან ერთად, თან ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივებიც ექნებათ", - თქვა ბლოგერმა.

20 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 ასისტიც მოაგროვა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეგ თითები ვინ გასწავლა? კაია?
კოკა
17 ივლისი 2021 17:53
0
რატომ უნდა გადავიდეს სასწრაფოდ ხვიჩა სადმე ვერ ვიგებ?! ჩემი აზრით ძალიან სწორი იქნება, თუ ერთი ან ნახევარი წელი რუბინში იქნება და მერე გადავა სადმე კარგ გუნდში, რაც შეეხება არის თუ არა კვარა ტოპ ლიგაში თამაშისათვის მზად: რა თქმა უნდა მზადაა, უბრალოდ საჭიროა სწორი გათვლა, მითუმეტეს ისეთი მწვრთნელის ხელშია და ისეთ გარემოშია, რომ ასე უცებ გაქცევა არა მგონია მართებული იყოს.
15 ივლისი 2021 13:13
0
წასვლის დრო ოპტიმალურად უნდა შეირჩეს, ისე მაგალითად როგორც შოთი არველაძე წავიდა ტრაპზონიდან, გაზრდილი ჩამოყალიბებული გუნდის ლიდერი, და არა უბრალო ნიჭიერი ბიჭი რომელმაც სათადარიგოდან იბრძვის გუნდში მოსახვედრად. ხვიჩას კლუბი თუ იყიდის უნდა იყიდის იმ იმედით რომ ის იქნება წამყვანი მოთამაშე ძირითადის, სხვანაირად 20 მილიონს არავინ გადაიხდის და არც ხვიჩას უნდა აწყობდეს სათადარიგო მოთამაშის სტატუსი. და ზოგადად ჩვენს აქ წერა კითხვას და განსჯას, თვითონ უკეთ იზრუნებს საკუთარ მომავალზე.
semi
15 ივლისი 2021 11:20
0
რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მიუხედავად დიდი ნიჭისა არ არის ეგ ბიჭი ჯერ იმისთვის მზად რომ ტოპ 5 ჩემპიონატის ძლიერ გუნდში ითამაშოს მაღალ დონეზე თან ამ კრიზისის დროს 20 მილიონს არავინ არ გარისკავს.. ძაან მაგარი დრიბლინგი აქვს მაგრამ ბევრჯერაც კარგავს ბურთს და სტაბილურობა აკლია ჯერ. დარჩეს ერთი წელი მთავარია ჯანმრთელად იყოს და ყველაფერი კარგად იქნება!
dato
15 ივლისი 2021 01:29
1
რუსეთს არაფერი გამოზდის და არც პიარი, რომ არაფერი ვთქვა აგენტზე, ხვიჩა არ დაზარალდება კიდევ რუბინში რომ დარჩეს, უბრალოდ ის მაშინებს ცუდი აგენტი ყავს, მწვრთნელი მაგარი
აჩი**
14 ივლისი 2021 23:57
5
ეხლა თუ უნდათ რუსებს 30 მილიონი, მომდევნო წელს რა მაგ თანხას არ გაზრდიან?
NoRussia
14 ივლისი 2021 20:59
0
თავისი საქმის უკეთ იცის. თან ძალიან მაგარი მწვრატნელი შეხვდა რომელიც შვილივით უყურებს. ყენია რო წავიდა შალკეში რა უქნა ფელიქს მაგათმა დაასამარებინა კარიერა. არადა შალკეზე ვერავინ იტყვის ჭაობიაო.ან ჩაკვეტაძეს რა უქნეს გენტში აწვალეს ოპერაციაზე მერე გაუკეთეს მერე კიდე რაღაც და ასე შემდეგ.
ბოკინიო
14 ივლისი 2021 19:02
14
თუ იქ კიდევ დიდხანს დარჩება გავა წლები და ისე გავიხსენებთ როგორც გიორგი ჭანტურიას და როგორც გიორგი არაბიძეს. ალბათ სამტრედიის მსგავს გუნდში დაასრულებს კარიერას
დაT
14 ივლისი 2021 18:50
28
ყოჩაღ ფიფია
ფიფიამ შემაზიზღა დინამო
14 ივლისი 2021 18:42
3
ჩათვალეთ რომ გაფუჭებულია ეს თუ ხელფასის გამო რუსეთში დარჩა
დათო
14 ივლისი 2021 18:29
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული