"ხვიჩა დიდი მოთამაშეა და 3.5 ძალიან დიდი კლუბის ოფიციალური წინადადება გვაქვს" - ამბობს "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახევრმცველი ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს "რუბინს" არ დატოვებს და თავადაც თქვა, რომ დარჩენის შემთხვევაში მოხარული იქნება.

ყაზანური კლუბიდან ყველაზე დაუფარავად ტრანსფერებზე სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი საუბრობს და მან სიტუაცია განმარტა.

"რატომ არ გავყიდეთ აქამდე ხვიჩა? მთელმა ისტორიამ ამასთან დაკავშირებით შემობრუნება გაცილებით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაისში, როდესაც ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო. ეს დიდი მოთამაშეა და რათა ასეთი გარიგება გაჩარხო, ცაში ვარსკვლავები სწორად უნდა შეიყარონ.

ხვიჩათი საკმაოდ ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩვენ 3.5 ოფიციალური წინადადება გვაქვს. ესენი
ძალიან დიდი ორგანიზაციებია. შესაძლოა, ერთი მხრივ კარგიცაა, რომ ჯერ არ გავყიდეთ. არაა გამორიცხული, პრემიერლიგაზე ჩვენთან ერთად აიღოს სტარტი. ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ ახლა დასრულდა. ცოტა მოიცადეთ", - ციტირებს იაროვინსკის Sport24.

და კიდევ: "რუბინმა" შვედი მცველი კარლ სტარფელტი "სელტიკს" 5 მილიონ ევროდ მიჰყიდა, კლუბის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კი თქვა, რომ ეს კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებული არ არის და ფეხბურთელების გასაყიდად მუდამ მზად არიან.

მკითხველის კომენტარები / 14 /
3.5 რას ნიშნავს?
გულშემატკივარი
09:26 15-07-2021
0
უკვე ძაან მოსაბეზრებელია რა, ამდენი ზღაპრები და მათზე კომენტარი, არ გავხადეთ ეროვნულ ტრაგედიათ და სტრატეგიულ მნიშვნელოვან საკითხად 20 წლ. ბიჭი სად ირბენს.
ლაშა
08:26 15-07-2021
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული