"არაბული ძალიან ძვირად ფასობს" - ქართველი ფორვარდი ტრანსფერის მოლოდინში

AutoSharing Option
ბერძნული sportime-ი 27 წლის ფორვარდ ბაჩანა არაბულის შესაძლო ტრანსფერზე წერს:

"ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით საბერძნეთის სუპერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მაგრამ არაბული ძალიან ძვირად ფასობს. ფეხბურთელს პირად სახელფასო ღირებულებად 150 ათასი სურს. კლუბები აპირებენ, აგვისტომდე ტაიმ-აუტი აიღონ, ამის შემდეგ ფასები უფრო ხელმისაწვდომი გახდება და "ლამიას" ყოფილ ფორვარდს შედარებით იოლად გადაიბირებენ.

ზოგიერთი კლუბი არაბულის ტრანსფერისგან თავს იკავებს, ამის მიზეზი კი ქართველი ფეხბურთელის გარკვეული ტიპის ტრავმების მიმართ მიდრეკილებას ასახელებენ."

არაბულმა გასულ სეზონში "ლამიას" რიგებში ოთხი გოლი გაიტანა, მანამდე კი "პანიონისში" გამოდიოდა, სადაც მის ანგარიშზე
6 შედეგიანი დარტყმა იყო. ბაჩანას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 6 მატჩი აქვს გამართული, მათ შორის, "ერთა ლიგის" ეგიდით.

alt"ისინი წნეხს არ განიცდიან..." - არაბული სანიოლის სიტყვებს ეთანხმება

altბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგაში ქართველთან ერთად ითამაშებს



მკითხველის კომენტარები / 2 /
წლიური 150 ათასი?!სასაცილოა თვეში სადღაც12000 დოლარია,კარგად ყოფილა ბერძნული კლუბების საქმე ამდენს თუ ვერ ქაჩავენ
გულშემატკივარი
20:54 19-07-2021
1
ეეჰ, რა მაგრად წერენ ჩვენ ფეხბურთელებზე. ამის ნახევარს რომ მოედანზე აკეთებდნენ, გეუბნები იტალიას თასს არც დავანახებდით.
Hoda
14:43 19-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული