"ეს საუკეთესო ვარიანტი არ იყო. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა მათ ნაცვლად "მიდტიულანდი", თუმცა თქვენ პორტუგალიელებთანაც შეგიძლიათ თამაში. "სპარტაკის" ახალმა მწვრთნელმა "ბენფიკას" შესაძლებლობები კარგად იცის, ის მათი ყოფილი თავკაცია. "სპარტაკს" შანსები აქვს.
შესაძლოა, მოსკოვში თამაშზეც ჩამოვიდე და დავესწრო. მე ჯიქიას დავურეკე და კარგი ბილეთების მოძიება ვთხოვე. ვიმედოვნებ, შევძლებ არათუ საქართველოდან, არამედ მოსკოვში სტადიონიდან გიგულშემატკივროთ. ცოტა ხნის წინ ვუყურე "სპარტაკის" თამაშს. ეს შესანიშნავი გამოსვლა გახლდათ. ვფიქრობ,
კარგი თამაში იქნება, მოსკოვური გუნდი კი მომდევნო ეტაპზე გავა", - განაცხადა ჯანომ.
პირველი შეხვედრა რუსეთში 4 აგვისტოსაა ჩანიშნული, განმეორებითი მატჩი კი ლისაბონში 10 აგვისტოს შედგება.
მომზადებულია sports-ის მიხედვით